ფინანსიეს ბისკვიტი არის ფრანგული მცირე ზომის ბისკვიტი, რომელსაც აქვს მკვეთრი ნუშისა და ოქროსფრად დამდნარი კარაქის გემო. ძირითადად ცხვება პატარა, მართკუთხედ ფორმებში.
ამ რეცეპტით ვისწავლით ასევე კარამელის მუსის მომზადებას. ეს უნივერსალური მუსი შეგიძლიათ სხვადასხვა დესერტებში გამოიყენოთ. ასვეე მასკარპონესთან შერევასაც ნახავთ. მასკარპონე უფრო მდიდარ გემოს აძლევს.
ფორმა ცხობისთვის 24სმ/დმ.
პორცია : 10 პერსონა
ატმისფინანსიესბისკვიტი
ნედლეული:
უმარილო კარაქი – 115 გრ
დაფქვილი თხილი ან ნიგოზი – 20 გრ
შაქრის ფხვნილი – 150 გრ
ფქვილი – 50 გრ
გამაფხვიერებელი – 2 გრ
ნუშის ფქვილი – 60 გრ
ლაიმის ცედრა – 5 გრ
კვერცხის ცილა – 140 გრ
მომზადებისტექნოლოგია:
- კარაქი ისე გავადნოთ, რომ გაოქროსფერდეს და თხილის სუნი მიეცეს. გადავდოთ გვერდზე, გასაგრილებლად.
- ღუმელი ჩავრთოთ და დავაყენოთ 160 გრ.ზე და მსუბუქად მოვხალოთ (12 წუთით) დაფქვილი თხილი. (მე ნიგოზი გამოვიყენე, რომელსაც მოხალვა არ სჭირდება).
- ღუმელის ტემპერატურა გავზარდოთ 170 გრადუსამდე. დავცხიმოთ საცხობი ფორმის გვერდები , ძირზე ამოვაკრათ თუნუქის ფურცელი ან საცხობი ქაღალდი.
- მიქსერის თასში ან უბრალოდ საკონდიტრო თასში, გავცრათ ფქვილი, შაქრის ფხვნილი, და გამაფხვიერებელი. შევურიოთ ნუშის ფქვილი, მოხალული დაფქვილი თხილი ან დაფქვილი ნიგოზი და ლაიმის ცედრა. შემდეგ დავამატოთ კვერცხის ცილა, გაგრილებული ოქროსფერი კარაქი და კარგად ავურიოთ, ხელით ან მიქსერით.
- ცომი გადავიტანოთ საცხობ ფორმაში და გადავდოთ გვერდზე.
ატმის შიგთავსის მომზადება:
ატამი – 600 გრ
დაცეხვილი ნუში/ნიგოზი – 100 გრ
შაქრის სეროფი – 5 გრ
შაქარი – 20 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
გამოვათავისუფლოთ კანისა და კურკისგან ატმები, დავჭრათ, ავურიოთ ნუში/ნიგოზი, შაქარი და შაქრის სეროფი.
ბისკვიტის აწყობა და გამოცხობა:
ატმები თანაბრად გადავანაწილოთ ფინანსიეს ბისკვიტის ცომზე და გამოვაცხოთ 40 წუთის განმავლობაში 170 გრადუსზე.
კარგად გავაგრილოთ და შევინახოთ მაცივარში გამოყენებამდე.
კარამელისმუსი:
ნაღები (33%) – 130 გრ
გლუკოზის სეროფი – 50 გრ
შაქარი – 65 გრ
უმარილო კარაქი – 15 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
- ავადუღოთ ნაღები და როგორც კი ადუღდება მოვხსნათ ცეცხლიდან.
- გლუკოზის სეროფი და შაქარი ერთად მოვათავსოთ საკონდიტრო ქვაბში და ვადუღოთ სანამ არ მივიღებთ ქარვის ფერს.
- მოვხსნათ ცეცხლიდან კარამელი და მოვათავსოთ კარაქი.
- დავამატოთ ადუღებული ნაღები (თუ ამასობაში ნაღები გაგრილდა, კვლავ წამოვადუღოთ) და დავაბრუნოთ მთლიანი მასა ცეცხლზე, წამოვადუღოთ სანამ არ მიაღწევს 103 გრადუსს. (თუ თერმომეტრი არ გვაქვს, უბრალოდ ვადუღოთ 5 წთ) და გადავდოთ გვერდზე სანამ არ გაგრილდება ოთახის ტემპერატურაზე.
კარამელისადამასკარპონესკრემი:
ჟელატინის ფირფიტა – 1 ც (2,5 გრ)
კარამელის მუსი – 150 გრ (რაც მოვამზადეთ)
კვერცხის გული – 4ც
ნაღები (33%) – 140 გრ
მასკარპონე – 280 გრ
მომზადებისტექნოლოგია:
- დავალბოთ ჟელატინის ფირფიტა ცივ წყალში
- გაგრილებულ კარამელის მუსში ავურიოთ კვერცხის გულები
- ავადუღოთ ნაღები და შევურიოთ კარამელის მუსს , თან ვურიოთ კარგად
- ეს მასა მოვათავსოთ საკონდიტრო ქვაბში და ვადუღოთ 85 გრადუსზე. რომ წამოდუღდება, გადავდგათ ცეცხლიდან.
- მდუღარე კარამელის მუსში, მოვათვსოთ ჟელატინის ფირფიტა, რომ ჩადნეს.
- მიღებული მუსი, კარგად დავაბლენდეროთ და შევინახოთ მაცივარში 4 საათით, ან სანამ კარგად არ გაგრილდება.
- როდესაც კარამელი გაცივდება, ავთქვიფოთ მასკარპონე და ნელ – ნელა დავამატოთ ცივი კარამელი. მაღალ სიჩქარეზე 30 წამი გავთქვიფოთ. (ბევრი თქვეფა არ უნდა, მასკარპონე მალევე შეიძლება აგვეჭრას).
- მოვათავსოთ საკონდიტრო პარკში , დავუყენოთ სასურველი მოსართავი თავი.
კარამელისშუშა:
შაქარი – 250 გრ
წყალი – 160 გრ
მომზადებისტექნოლოგია:
საკონდიტრო ქვაბში შაქარი და წყალი მოვათავსოთ და ვადუღოთ სანამ კარგად არ გაოქროსფერდება.
მიღებული კარამელი, მომენტალურად გადავიტანოთ საცხობ ქაღალდ დაფენილ ზედაპირზე. გადავასწოროთ და დავუცადოთ სანამ ბოლომდე არ გაცივდება.
შემდეგ დავტეხოთ სასურველ ფორმებად და გავაფორმოთ უშუალოდ გატანის წინ.
ჩაროზისაწყობა:
გავიმზადოთ ფინანსიეს ბისკვიტი. მოვათავსოთ მასკარპონეს კრემი , გადავანაწილოთ სადაც ატმები ჩანს და გავაფორმოთ კარამელის შუშით.
გემრიელად მიირთვით!