ნუგა

ნედლეული:

შაქარი – 525 გრ

წყალი – 375 მლ / ლ

გლუკოზა – 140 გრ

თაფლი – 375 გრ

კვერცხის ცილა – 75 გრ

თხილეული შერეული:

ფსტა – 80 გრ

ნუში – 150 გრ

ქართული თხილი – 150 გრ

შესაძლებელია შეურიოთ მიწის თხილი – 50 გრ

გოგრის თესლი – 70 გრ

ნიგოზი – 100 გრ

მომზადებისთვის აუცილებლად გჭირდებათ სამზარეულოს თერმომეტრი.

ვეცადე დაახლოებით დუღილის წუთები დამეწერა, თუმცა ეს ძალიან ინდივიდუალურია და შეიძლება ტექნოლოგიური დარღვევა გამოიწვიოს.

მომზადებისტექნოლოგია:

ნუგას მომზადების შინაარსი ასეთია. მდუღარე შაქრის სეროფით და მდუღარე თაფლით ამოგვყავს უმი ცილა, რომელიც მორევისას და გაგრილებისას მაგრდება. ამ დროს ერევა მოხალული, ცხელ-ცხელი თხილეული და ძალიან სწრაფად ეძლევა სასურველი ფორმები. რამდენადაც გრილდება, იმდენად წებოვანი და ძნელად დასამორჩილებელი ხდება. მაგრამ ნუ შეგაშინებთ, ჩემი ახსნილით პირველივე ჯერზე კარგად გამოგივათ.

ჩამოთვლილი ნედლეული ავწონოთ და გავიმზადოთ.

1.თხილეული გავარჩიოთ, რასაც კანი აქვს გასაცლელი გავაცალოთ და 100 გრადუსზე მოვხალოთ. ეს შეგვიძლია წინა დღესაც გავაკეთოთ. უბრალოდ მოგვიწევს, ნუგას მზადების პროცესში  მათი კვლავ გაცხელება. (მე წინა დღეს მოვხალე და შემდეგ უბრალოდ გავაცხელე)

2.მიქსერის თასში მოვათავსოთ ოთახის ტემპერატურის კვერცხის ცილა.

3.გაზზე დავდგათ შაქარი და წყალი საშუალო ცეცხლზე . უნდა მოვამზადოთ შაქრის სეროფი, რომელმაც უნდა მიაღწიოს 145 გრადუსს. (დაახლოებით 12 წუთის დუღილი) თუმცა სანამ ამ ტემპერატურას მიაღწევს, როგორც კი წამოდუღდება და შაქარი გაიხსნება, უნდა შევურიოთ გლუკოზის სეროფი. (გლუკოზა იყიდება წონით საკონდიტრო ინგრედიენტების მაღაზიაში.) შაქრის სეროფი განაპირობებს ნუგას მდგრადობას და სიხრაშუნეს, გლუკოზა კი იმიტომ ერევა, შაქარი არ დაკრისტალდეს და ამ ამსას უფრო აბალანსებს.

4. შაქრის სეროფის პარალელურად ასევე გაზზე დავდგათ თაფლი. თაფლმა უნდა იდუღოს. ჩვენთვის სასურველი ტემპერატურა არის 130 გრადუსს რომ მიაღწიოს. იცოდეთ , რომ თაფლი გაცილებით მალე ცხელდება ვიდრე შაქრის სეროფი. ( დაახლოებით 7-8 წუთის დუღილი)

5. თაფლი როდესაც 115 გრადუსს მიარწევს , ცილა მაღლ სიჩქარეზე ჩავრთოთ და დავიწყოთ თქვეფა. ამასობაში თაფლი მიუახლოვდება 130 გრადუსს და ჩავასხათ მიწსერის თასში, სადაც ძალიან სწრაფად ითქვიფება ცილა. დაინახავთ რომ, ცილა ძალიან სწრაფად დაიწყებს ამოსვლას.

6. როდესაც შაქრის სეროფიც წამოეწევა ტემპერატურულად და მიაღწევს 145 გრადუსს, მოხსენით გაზიდან და ჩაასხით მიქსერის თასში. განაგრძეთ თქვეფა.

7. თქვეფისას თქვენ უკვე დაინახავთ ნუგას კონსისტენციას, თუმცა თქვეფა უნდა განაგრძოთ. ეს მასა ძალიან ცხელი იქნება, ამიტომ ფრთხილად იმოქმედეთ. დაახლოებით 7 წუთის თქვეფის შემდეგ დაიწყეთ შემოწმება.

ნუგა მზად არის, როდესაც თითებს შორის დაგუნდავებისას, მიიღებთ ბურთს. თუ უბრალოდ მიგეკროთ და გაიწელა, მაშინ თქვეფა უნდა განაგრძოთ.

რომ გამზადდება, სწრაფად გაურიეთ ცხელი თხილეული და გადაანაწილეთ ეს მასა საცხობ ქაღალდებზე, რომელიც სამუშაო მაგიდაზე გექნებათ წინასწარ მომზადებული.

უნდა გააბრტყელოთ 2 საცხობ ქაღალდს შორის.

გაბრტყელებული ნუგა, გადადეთ გვერდზე და დააცადეთ ოთახის ტემპერატურაზე ჩამოვიდეს და გამაგრდეს. შემდეგ დაჭერით სასურველ ფორმებზე, შაქრის ფხვნილში ამოვლებული დანით.

შეინახეთ მაცივარში, მოაყარეთ პუდრი, რომ არ დაეკროს ერთმანეთს.

წარმატებებს გისურვებთ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s