წარმოგიდგენთ პიეღ ერმესეულ ნაყინს, რომელიც მოვამზადე ნაყინის აპარატის გარეშე.
მე დაგარწმუნებთ, რომ ძალიანაც შესაძლებელია სახლის პირობებში ძალიან გემრიელი ნაყინის მომზადება.
ნედლეული:
ვანილის ექსტრაქტი – 15 გრ
ვანილის ჩხირი – 2ც
რძე – 670 მლ/ლ
რძის ფხვნილი – 55 გრ
ნაღები (33%) – 260 გრ
კვერცხის გული – 6 ც
შაქარი – 150 გრ
სურვილისამებრ შეგიძლიათ შეურიოთ
1/3 მასაში ფსტის პასტა – 30 გრ
დაცეხვილი ფსტა – 20 გრ
1/3 მასაში – ცოცხალი , დაჭრილი მარწყვი – 80 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
1 დღით ადრე მოამზადეთ ვანილის ნაყენი. რძე , რძის ფხვნილი და ნაღები შეურიეთ ერთმანეთში და დაუმატეთ ვანილის ნარევი. 1 ღამე დატოვეთ მაცივარში იმისათვის რომ გემოები კარგად გაუჯდეს.
ამ ნედლეულით უნდა მოამზადოთ ჩვეულებრივი ინგლისური კრემი.
ეს ასე ხდება:
პირველ რიგში, ღრმა თასში ჩაყარეთ ყინულები , დაასხით წყალი და გადადეთ გვერდზე.
შაქარი და კვერცხი გათქვიფეთ გათეთრებამდე. აადურეთ წინა დღეს ჩაყენებული რძის მასა. მდუღარე გადმოიტანეთ კვერცხისა და შაქრის ნაერთში და შემოურიეთ. ისევ დააბრუნეთ ქვაბში და მოხარშეთ ინგლისური კრემი. ანუ, სულ ურიეთ სანამ არ წამოდუღდება და მიაღწევს 65 გრადუსს. ამის ზემოთ უკვე კვერცხის გულები დაიწყებს გაცალევებას და აიჭრება. 65 ზე, (თუ თერმომეტრი არ გაქვთ) ადის პირველივე წამოდუღებაზე.
უფრო დეტალური ახსნისთვის მოინახულეთ ინგლისურიკრემისრეცეპტი.
როდესაც ადუღდება, ეს მასა სწრაფად გადაიტანეთ სუფთა თასში და მოათავსეთ ყინულიან წყალში. ამით შევაჩერებთ დუღილის პროცესს და არ აგვეჭრება. როდესაც ოდნავ შეგრილდება, დავაბლენდეროთ. თუ შერევა გვინდა ამრწყვი, ფსტა, შოკოლადი და სხვა,მ ეს უნდა გავაკეთოთ ცხელშივე. ანუ მდუღარე მასა, გაიყოფა რამოდენიმე ნაწილად, შეერევა დანამატები და დაბლენდერდება.
როდესაც ამ ყველაფერს დავამთავრებთ, გადავანაწილოთ მოხარშული ნაყინის მასა რკინის თასებში და შევდგათ გასაყინად.
ვინაიდან არ გვაქვს ნაყინის აპარატი, გავყინავთ ეტაპობრივად. ანუ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ამოვურევთ ხოლმე და გავაერთიანებთ მასას. ამას გავიმეორებთ 3-4 ჯერ, ბოლოს დავტოვებთ სრულ გაყინვამდე.
გემრიელად მიირთვით!