ყავის მუსის ნამცხვარი

დესერტი შედგება:

1.მადლენის ბისკვიტი (გამომცხვარი და გამოჭრილი სასურველ ზომებზე, 1 პორციაზე 2 გამოჭრილი დისკი) რეცეპტი იხილეთ ბლოგზე.

2. ინგლისური კრემ-მუსი, რომელიც გაყოფილია 2 ნაწილად . ერთ ნაწილში შერეულია ყავის ექსტრაქტი.

ვინაიდან მადლენის ბისკვიტი უკვე მიწერია , ავხსნი ინგლისური კრემის, ბავაღუაზის მომზადებას და დესერტის აწყობას.

12 ც ინდივიდუალური , 5 სმ დიამეტრის ფორმებისთვის.

ინგლისური კრემი:

რძე – 500 გრ

კვერცხის გული – 4ც

შაქარი – 130 გრ

ვანილის ექსტრაქტი 5 მლ/ლ ან ჩხირი – 1/2 ც

ჟელატინის ფირფიტა – 7,5 გრ

ამოყვანილი ნაღები (33%) – 300 გრ

მომზადების ტექნოლოგია:

ბავაღუაზის მომზადების მთელი არსი ის არის, რომ კვერცხის გულები არ უნდა მოიხარშოს დუღილისას. აქ ხომ არ გვაქვს სახამებელი , არც ფქვილი. მზადდება მხოლოდ კვერცხი და შაქრიანი მასა, რომელიც უნდა წამოვადუღოთ რძესთან ერთად. ამიტომ მნიშვნელოვანია ტემპერატურის ზუსტი დაცვა. (75 გრადუსი) ამის ზემოთ უკვე კრემო იჭრება , ანუ გულები მზადდება მაღალ ტემპერატურაზე და ვიღებთ ომლეტს :))

ვიწყებთ:

წინასწარ გავიმზადოთ ყინულებიანი წყალი თასით , სადაც შემდეგში ჩავდგამთ მოხარშულ კრემს (ეს აჩერებს ტემპერატურის მატებას).

დავალბოთ ჟელატინი ცივ წყალში.

რძე დავდგათ ასადუღებლად(ვანილის ჩხირთან ან ექსტრაქტთან ერთად), პარალელურად კვერცხის გულები და შაქარი გავათეთროთ. მდუღარე რძის ნახევარი დავასხათ კვერცხის მასას და მოვურიოთ, შემდეგ დავაბრუნოთ საკონდიტრო ქვაბში და დავდგათ მოსახარშად.

ტემპერატურა ვაკონტროლოთ თერმომეტრით. თუმცა ბევრს არ გაქვთ თერმომეტრი, ამიტომ, გეტყვით რომ დაბალ ცეცხლზე რომ ვხარშავთ , კრემი ამ ტემპერატურას აღწევს პირველივე წამოდუღებაზე. ასევე შეგიძლიათ ხის კოვზით შეამოწმოთ. როდესაც კოვზს კრემში მოათავსებთ,ამოიღებთ და შუაგულში თითს გაუსმევთ, არ უნდა შეერთდეს და უნდა დარჩეს ზოლი.

მოხარშულო კრემი სასწრაფოდ გადაიტანეთ ახალ თასში, მოათავსეთ ყინულებიან თასში და ჩადეთ დამბალი , გაწურული ჟელატინი, მოურიეთ რომ გაერთიანდეს.

კრემს გადააკარით პლასტირი, აცალეთ რომ გაგრილდეს, შემდეგ შეინახეთ მაცივარში გასაციებლად.

ამოიყვანეთ ნაღები და გადადეთ გვერდზე.

გაციებული კრემი გაყავით 2 ნაწილად. ერთში შეურიეთ მზა ყავის ექსტრაქტი. თუ არ გაქვთ, თავად მოამზადეთ. (ხსნადი ყავა გახსენით მცირე რაოდენობით თბილ წყალში და გააგრილეთ. უნდა იყოს ძალიან მკვეთრი შეფერილობის და გემოსი).

როდესაც ყავას შეურევთ, გექნებათ 2 კრემი, ყავის და ვანილის.

გაყავით ამოყვანილი ნაღებიც და გადაურიეთ ორივეში.

აწყობა:

სასურველ ფორმებში მოათავსეთ მადლენის ბისკვიტები , დანამეთ ყავის სანამით, გადაანაწილეთ ყავის კრემი, შემდეგ კვლავ დანამული ბისკვიტი და ვანილის კრემი. კარგად გააცივეთ ან გაყინეთ, ბოლოს კი მოასხით შოკოლადის განაში.

შოკოლადის განაში ახსნილი მაქვს ბლოგზე,რეცეპტებში, თუმცა მოკლედ ვიტყვი, შავი შოკოლადის ღილებს დავასხი მდუღარე ნაღები , იმდენი რომ თითქმის დაეფარა. დავაცადე 1 წთ ,ამოვურიე რომ გაერთიანებულიყო და მოვასხი კარგად გაციებულ დესერტს.

One thought on “ყავის მუსის ნამცხვარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s