ფრანგული მერინგის ხვეულა

მერინგი, რომელიც ოდნავ იმტვრევა და შრიალებს, თან იღეჭება ნუგასავით მოხალულ თხილეულთან ერთად, ცივი მოხარშული კრემ – მუსლინი , კენკრა რომელიც მჟავეა და წვნიანი.

ამ ყველაფრისთვის საჭიროა გამოაცხოთ – ფრანგული მერინგი

მოამზადოთ კრემ – მუსლინი

გააცალოთ კანი ნუშს და მოხალოთ, ასევე ფსტაც.

მერინგი და კრემი უმჯობესია მოამზადოთ წინა დღეს, რომ კარგად გაცივდეს.

დესერტი უნდა მიირთვათ აწყობისთანავე.

ზოგადად მერინგი, იცით რომ არის შაქარი და ცილა ამოყვანილი, თუმცა არის სხვადასხვა მეთოდები.  იტალიური და შვეიცარული ჩვენ უკვე მოვამზადეთ და შეგიძლიათ ნახოთ სხვა რეცეპტებში.

პირველ რიგში მოვამზადოთ თხილეული.

ნუში – 100 გრ

ფსტა – 100 გრ

მომზადების ტექნოლოგია:

ნუში დავალბოთ თბილ წყალში, გავაჩეროთ 10 – 15 წთ, შემდეგ გავაცალოთ კანი და მოვხალოთ ღუმელში ან ტაფაზე.

ფსტაც მოვხალოთ (თუ მოხალული გვაქვს ნაყიდი მხოლოდ გავარჩიოთ) . ნუში და ფსტაც დავჭრათ და გავამზადოთ მერინგში შესარევად.

ფრანგული მერინგი:

ამ პორციით მე გამომივიდა 1 ცალი ხვეულა, ზომით 60×80 ზე.

კვერცხის ცილა ოთახის ტემპერატურის – 200 გრ

შაქარი – 400 გრ

ლიმონის წვენი – 1/2 ჩკ

მომზადების ტექნოლოგია:

კვერცხის ცილა მოვათავსოთ მიქსერის თასში და დავიწყოთ თქვეფა საშუალო/მაღალ სიჩქარეზე. რომ დავინახავთ , ჰაერი შევიდა და ბუშტები გაჩნდა დავიწყოთ ნელ-ნელა შაქრის შერევა. თავიდან ნელ-ნელა უნდა შევურიოთ, რომ შაქარმა მოასწროს გადნობა და ცილამ არ დაასწროს ამოსვლა, თუმცა ბოლოსკენ უფრო თამამად ჩავაყაროთ. მე პირადად მიყვარს როდესაც ოდნავ შაქრის გრანულები მოსჩანს ამოყვანილ ცილაში, ვინაიდან ეს განაპირობებს გამოცხობისას ცილის სიხრაშუნეს.

მოკლედ ვურიოთ მიქსერით საშუალოზე ოდნავ მაღალ სიჩქარეზე სანამ კარგად კარგად არ გასქელდება ცილა. ამას დასჭირდება დაახლოებით 15-20 წთ.

მერინგს შევურიოთ დაჭრილი თხილეული , შემდეგ თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი და გადავასწოროთ.

გამოვაცხოთ 170 გრადუსზე – 10 წუთი, შემდეგ ჩამოვწიოთ 160 ზე – 5 წუთი. გამოვრთოთ ღუმელი და დავტოვოთ შიგნით 10 წუთი. მერინგი უნდა იყოს გარედან მაგარი თუმცა შიგნით რბილი. ბოლომდე არ ვაცხობთ , ვინაიდან შევძლოთ მისი გადახვევა.

როდესაც ღუმელიდან გამოვდგამთ, საცხობი ქაღალდი მოვაცილოთ, ისევ იგივე საცხობ ქაღალდზე დავდოთ და დავტოვოთ ასე რამე, რომ გამოშრეს.

მოვამზადოთ მოხარშული კრემი.

ამისათვის იხილეთ რეცეპტი: კრემპატისიე, სადაც პატისიეს ფქვილი ჩაანაცვლეთ სიმინდის სახამებელით და ზუსტად იგივენაირად მოამზადეთ, 500 გრ რძეზე. ოღონდ ამ შემთხვევაში არ გვჭირდება ჟელატინი.

მომზადებული კრემი კარგად შეფუთეთ და შეინახეთ მაცივარში, შემდეგ დღეს მიქსერით კარგად გათქვეფთ და შეურევთ 1/1 ზე ამოყვანილ ნაღებს.

აწყობა:

გამომცხვარ მერინგზე, თანაბრად გადაანაწილეთ კრემ – მუსლინი , მოაყარეთ კენკრა, მარწყვი გემოვნებით და საცხობი ქაღალდის მეშვეობით გადაახვიეთ. გადახვევისას ცოტა დატყდება, თუმცა მაგის ხიბლიც ეგ არის 🙂

ბოლომდე რომ გადაახვევთ, ზემოდან მოასხით (სურვილისამებრ) გამდნარი შოკოლადის განაში და მოაყარეთ თხილეული.

გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s