ფრანგული მარწყვის ტორტი ფრეზიე

ეს არის ძალიან გემრიელი და მსუბუქი მარწყვის ტორტი, რომელსაც არც ბევრი განსაკუთრებული ნედლეული სჭირდება და არც რთული ასაწყობია.

რეცეპტი მოცემულია 24 სმ/დმ იანი ფორმისთვის.

1 დღით ადრე მოვამზადოთ ბისკვიტი, ჟენუაზი – პიერ ჰერმეს რეცეპტის მიხედვით 🙂

დამდნარი და გაგრილებული კარაქი – 80 გრ (5 ს/კ)

კვერცხი (ოთახის ტემპერატურის) – 300 გრ (6 ც)

შაქარი – 200 გრ

ფქვილი – 210 გრ

მომზადების ტექნოლოგია:

დავადნოთ კარაქი და გადავდოთ გასაგრილებლად. დავდგათ წყალი ასადუღებლად (ორთქლის აბაზანა). მიქსერის თასში მოვათავსოთ კვერცხი და შაქარი და დავდგათ ორთქლის აბაზანაზე. ვურიოთ სანამ არ მიაღწევს 55-60 გრადუსს. შევამოწმოთ მოხრილი თითით (ისეთო ცხელი უნდა იყოს მასა, რომ ვერ გავაჩეროთ თითი).

როგორც კი ამ ტემპერატურას მიაღწევს, სასწრაფოთ მაღალ სიჩქარეზე გავთქვიფოთ, იქამდე სანაკ მასა არ გაორმაგდება და არ გაგრილდება.

მიღებულ მასას, სულ მცირე რაოდენობა გამოვაკლოთ და გადავურიოთ გაგრილებულ კარაქს.

ძირითად მასას კი შევურიოთ (ზემოდან-ქვემოთ, ბისკვიტის მორევის პრინციპით) გაცრილი ფქვილი (ნელ-ნელა). ბოლოს კი გაგრილებული კარაქი.

მიღებული მასა მოვათავსოთ წინასწარ დაცხიმულ 24 სმ/დმ ის ფორმაში და გამოვაცხოთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180 გრადუსზე 25-30 წთ.

კრემისთვის მე გამოვიყენე კრემ-პატისიე, რომელიც მოვხარშე სიმინდის სახამებელით.

პროპორციები ასეთია:

რძე -1 ლ

კვერცხის გული – 6 ც

შაქარი – 200 გრ

სიმინდის სახამებელი – 105 გრ

ჟელატინის ფირფიტა – 3 ც (10 გრ)

ამოყვანილი ნაღები (33% და ზემოთ)- 1 ლ

მომზადების ტექნოლოგია:

დავალბოთ ჟელატინი ცივ წყალში.ავადუღოთ რძე. მიქსერის თასში გავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი . რომ გათეთრდება დავამატოთ სიმინდის სახამებელი. მოვურიოთ და დავასხათ მდუღარე რძის 1/3 . თან ვურიოთ. შემდეგ მიქსერში არსებული მასა გადავიტანოთ მდუღარე რძეში და მოვხარშოთ კრემი. როდესაც რძე კვლავ წამოდუღდება , მასა შეიკვრება , სახამებელიც გასქელდება. ამ დროს უნდა ვურიოთ 2-3 წთ ინტენსიურად და კრემიც მზადაა. გავწუროთ ჟელატინის ფირფიტა, მოვათავსოთ ცხელ კრემში და შევურიოთ.

მიღებული კრემი გდაიტანეთ გაშლილ ჭურჭელში , გადააკაროთ სამზარეულოს პლასტირი და გააგრილეთ ბოლომდე. ამოყვანილი ნაღები კი უნდა შევურიოთ უშუალოდ დაკრემვის წინ.

სანამი:

წყალი – 40 გრ

შაქარი – 40 გრ

კენკრის ლიქიორი – 10 გრ

დაჭრილი მარწყვი – 20 -30გრ

მომზადების ტექნოლოგია:

წყალი და შაქარი წამოვადუღოთ 5 წუთი. ცხელში ჩავყაროთ დაჭრილი მარწყვი, ხოლო რომ გაგრილდება დავამატოთ ლიქიორი.

აწყობა:

მე ავაწყვე უძირო 24 სმ/დმ ის ფორმაში, თავდაყირა. რასაც დეტალურას ავხანი. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ უფრო მარტივად შიშველი ტორტი გააკეთოთ. დადოთ ბისკვიტი, დაბამოთ, კრემი შემდეგ მარწყვი. ეს გავიმეოროთ კიდევ 1 ფენაზე. ბოლოა დავასრულოთ მარწყვის დეკორით. მაცივარში 5-6 საათით გავაციოთ და მივირთვათ.

ახლა ავხსნი თავდაყირა აწყობას:

ავითოთ ფორმა, რომელსაც ძირზე შემოვაკრავთ სამზარეულოს პლასტირს და დავალაგებთ შუაზე გაჭრილს მარწყვებს.

ბისკვიტს მოვაცილებთ მუქი ფერის ქერქს და გავჭრით შუაზე.

ასევე, ამოვიყვანთ 1ლ ნაღებს , მოხარშულ გაგრილებულ კრემს კარგად გადავთქვიფავთ, შემდეგ ხელით შევურევთ ამოყვანილ ნაღებს.

მიღებული კრემი გავუშვათ მარწყვების თავზე და გადავასწოროთ.

ბისკვიტის ორივე ნაწილი, მსუბუქად შემოვჭრათ, იმისათვის რომ მივიღოთ უფრო ნაკლები გარშემოწერილობის ბისკვიტი. მოვათავსოთ კრემის შემდეგ ფენად და კარგად დავნამოთ.

გარშემო დავალაგოთ შუაზე გაჭრილი ერთი ზომის მარწყვები.

დაკვლავ ამოვავსოთ კრემით. შუაგულში კი გადავანაწილოთ შედარებით წვრილად დაჭრილი მარწყვი.

დავაფინოთ ბოლო ფენა ბისკვიტის , დანამული. (ეს იქნება ძირი) და მოვათავსოთ საყინულეში სრულ გაყინვამდე.

როდესაც კარგად გაიყინება, ამოვატრიალოთ და მოვხსნათ ფორმიდან. მე გამოვაკარი საკონდიტრო ლენტი, შესაბამისად უპრობლემოდ ამოდის.

დავჭრათ ცხელი დანით და მივირთვათ ცივ , მაგრამ არა გაყინულ მდგომარეობაში : )

წარმატებებს გისურვებთ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s