ჯოკონდას ბისკვიტი – ნუშის ბისკვიტი

ჯოკონდას ბისკვიტი (ნუშის ბისკვიტი):

ინგრედიენტები:

უმარილო კარაქი – 25 გრ (დამდგნარი, გაგრილებული)

კვერცხის ცილა – 4 ც (120 გრ)

გრანულებიანი შაქარი – 145 გრ

ნუშის ფქვილი – 125 გრ

კვერცხი, მთლიანი – 4 ც (200 გრ)

მომზადების ტექნოლოგია:

ღუმელი გავაცხელოთ 200 გრადუსზე.

დავიწყოთ ბისკვიტის მომზადება.

  • გავადნოთ კარაქი . მიქსერის თასში, მსუბუქად ამოვიყვანოთ კვერცხის ცილა 25 გრ (2 სუფრის კოვზი) შაქართან ერთად. (145 გრ. შაქარიდან მოვაკლოთ 25 გრ). ცალკე თასში, ჩავყაროთ ნუშის ფქვილი დარჩენილი შაქარი  და კვერცხი. კარგად ავურიოთ, დავუმატოთ გამდნარი გაგრილებული კარაქი , კვლავ ავურიოთ. ბოლოს ეს მასა, გადავიტანოთ ამოყვანილი ცილის მასაში და ხელით (ხის კოვზით ან მარიზით) ქვემოდან ზემოთ მოძრაობით, ფრთხილად ვურიოთ სანამ არ გაერთიანდება მასა.
  • დავაფინოთ 46X33 სმ – ის (სასურველია ეს ზომა, თუმცა მისაღებია სხვა დანარჩენი ვარიაციებიც). საცხობ ფირფიტაზე საცხობი ქაღალდი და გადავასწოროთ მასზე მიღებული ცომი. გამოვაცხოთ 10 წუთი. როგორც კი ბისკვიტს გამოვდგამთ ღუმელიდან, გადავიტანოთ სამშაო მაგიდაზე, ავაძროთ საცხობი ქაღალდი და გავჭრათ 3 თანაბარ ნაწილად.

შენიშვნა: რეცეპტში მითითებული პორცია და ფირფიტების ზომები აღებულია დესერტი ოპერასთვის. თქვენ თავისუფალი ხართ საცხობის ფორმის არჩევასა თუ რეცეპის პროპორციების გაზრდაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s