ნამცხვარი ოპერა – Opera cake

Opera cake (French: gâteau opéra) არის ფრანგული დესერტი. იგი შედგება ნუშის ბისკვიტის ფენებისგან (ცნობილია როგორც ჯოკონდას ბისკვიტი) დანამული ყავის სეროფით, ფენებს შორის ყავის კარაქის კრემითა და შოკოლადის განაშით. დაფარული შოკოლადის მინანქარით.პორცია 12×24 – ზე 1ც (როდესაც გვერდები მოეჭრება და შესწორდება) გამოდის დაახლოებით 8×4 სმ 6-7 ნაჭერი.

სასურველი რაოდენობის მისაღებად, რეცეპტი, თავისთავად შეგიძლიათ გააორმაგოთ, გაასამმაგოთ და აშ.

ჯოკონდასბისკვიტი (ნუშისბისკვიტი):

ინგრედიენტები:

უმარილო კარაქი – 25 გრ (დამდგნარი, გაგრილებული)

კვერცხის ცილა – 4 ც (120 გრ)

გრანულებიანი შაქარი – 145 გრ

ნუშის ფქვილი – 125 გრ

კვერცხი, მთლიანი – 4 ც (200 გრ)

მომზადების ტექნოლოგია:

ღუმელი გავაცხელოთ 200 გრადუსზე.

დავიწყოთ ბისკვიტის მომზადება.

  • გავადნოთ კარაქი . მიქსერის თასში, მსუბუქად ამოვიყვანოთ კვერცხის ცილა 25 გრ (2 სუფრის კოვზი) შაქართან ერთად. (145 გრ. შაქარიდან მოვაკლოთ 25 გრ). ცალკე თასში, ჩავყაროთ ნუშის ფქვილი დარჩენილი შაქარი  და კვერცხი. კარგად ავურიოთ, დავუმატოთ გამდნარი გაგრილებული კარაქი , კვლავ ავურიოთ. ბოლოს ეს მასა, გადავიტანოთ ამოყვანილი ცილის მასაში და ხელით (ხის კოვზით ან მარიზით) ქვემოდან ზემოთ მოძრაობით, ფრთხილად ვურიოთ სანამ არ გაერთიანდება მასა.
  • დავაფინოთ 46X33 სმ – ის (სასურველია ეს ზომა, თუმცა მისაღებია სხვა დანარჩენი ვარიაციებიც). საცხობ ფირფიტაზე საცხობი ქაღალდი და გადავასწოროთ მასზე მიღებული ცომი. გამოვაცხოთ 10 წუთი. როგორც კი ბისკვიტს გამოვდგამთ ღუმელიდან, გადავიტანოთ სამშაო მაგიდაზე, ავაძროთ საცხობი ქაღალდი და გავჭრათ 3 თანაბარ ნაწილად.

ყავისსანამი:

ინგრედიენტები:

წყალი – 110 გრ

შაქარი – 100 გრ

ხსნადი ყავა – 10 გრ (2 ჩაისკოვზი)

მომზადების ტექნოლოგია:

დაგვჭირდება 2 მინი თასი, რომელიც გაზზე იდგმევა.

1 თასში ჩაასხით 3 სუფრის კოვზი წყალი (40 გრ. მოაკელით 110 გრამიდან) და შაქარი. მიიყვანეთ ადუღებამდე. მეორე თასში, ხსნადი ყავა და დარჩენილი წყალი შეურიეთ ერთმანეთში და წამოადუღეთ. შემდეგ ეს 2 სითხე გადაურიეთ ერთმანეთს და გააგრილეთ. 2 სუფრის კოვზი ეს სანამი, შეინახეთ კარაქის კრემისთვის.

ყავისკარაქისკრემი:

1/2 ვანილის ჩხირი ან 5 გრ ვანილის ექსტრაქტი

წყალი – 25 გრ

შაქარი – 90 გრ

კვერცხი – 2 ც (100 გრ)

უმარილო კარაქი – 170 გრ (ოთახის ტემპერატურის)

ყავის სეროფი გაადნახული – 2 ს/კ

მომზადებისტექნოლოგია:

  • მცირე ზომის, თასში (რომელსაც გაზზე დადგამთ) მოვათავსოთ შაქარი და წყალი (უნდა გაკეთდეს სეროფი 116-118 გრადუსზე) დავიწყოთ დუღილი , პარალელურად მიქსერის თასში მოვამზადოთ კვერცხი და მსუბუქად გავთქვიფოთ (უბრალოდ რომ გაერთიანდეს). შაქრის სეროფი მალევე დაიწყებს დუღილს და მალევე მიაღწევს სასურველ ტემპერატურას, ვინაიდან მცირე რაოდენობის მასაა. (4-5 წთ დუღილი) . მოვხსნათ ცეცხიდან. ჩავრთოთ მიქსერი მაღალ სიჩქარეზე დავიწყოთ კვერცხის თქვეფა და მდუღარე დავასხათ სეროფი ამ კვერცხის მასას.  ვურიოთ სანამ არ გასამმაგდება  და არ გაგრილდება. (პატე – ბომბა) თქვეფისას როდესაც კარგად გაცივდება, ნელ-ნელა დავამატოთ კუბებად დაჭრილი რბილი კარაქი. თან ვურიოთ საშუალო სიჩქარეზე. როდესაც კარაქს მთლიანად დავამატებთ, შევატყობთ რომ კრემი აიჭრა, თუმცა გავაგრძელოთ თქვება (7-8წთ) და შევატყობთ რომ დაიწყებს გამოსწორებას. (თუ არ სწორდება, შეგვიძლია მიქსერის თასი, ორთქლის აბაზანაზეც  შემოვგათ 30 წმ ისე გავარძელოთ თქვეფა) . სულ ბოლოს დავამატოთ 2 ს/კ ყავის სეროფი. კვლავ გავთქვიფოთ და გადავიტანოთ მიღებული კრემი ცალკე თასში.
  • ეს კრემი მაცივარში 1 კვირა ხოლო საყინულეში 1-2 თვეც კი ინახება.
  • თუ მალევე უნდა გამოვიყენოთ, მაცივარში არ მოვათავსოთ, ვინაიდან მომენტალურად დაიწყებს მასში არსებული კარაქი გამაგრებას და გაგვიჭირდება გამოყენება.

შოკოლადისგანაში:

შავი შოკოლადი – 80 გრ (70 % კაკაოს შემცველობა)

რძე – 40 გრ

ნაღები – 10 გრ

კარაქი – 20 გრ

მომზადების ტექნოლოგია:

  • რძე და ნაღები წამოვადუღოთ. ცალკე თასში ჩავყაროთ შოკოლადი. ადუღებული რძე და ნაღები (მესამედი) დავასხათ შოკოლადს ცენტრში. ასე გავაკეთოთ სამჯერ. რძის დასხმის დროს, მსუბუქად ამოვურიოთ. მალევე დავამატოთ რბილის კარაქი და მოვურიოთ. მასა ცხელი იქნება და კარაქი ჩადნება. განაში კი გაპრიელდება.

შოკოლადისმინანქარი:

შავი შოკოლადი – 100 გრ (70 % კაკაო)

კაკაოს ცხიმი – 50 გრ

მომზადების ტექნოლოგია:

ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადის და შევურიოთ კაკაოს ცხიმი. ვურიოთ იქამდე სანამ კაკაოს ცხიმი არ გადნება.

ყურადღება მივაქციოთ, შოკოლადი არ გაგვიცხელდეს ზემდეტად (არაუმეტეს 60 გრადუსისა).

ოპერასაწყობა:

ზოგადად, ფირფიტებით და კრემით დესერტების აწყობა, საჭიროა მოხდეს საცხობ ფორმის მსგავს ჩარჩოში. ვინაიდან ფენების მოთავსებისას კრემი გვერდებზე არ გადმოვიდეს , თანაბრად და ლამაზად ავაწყოთ.

მე სულ ასე ვიქცევი, თუმცა ამ შემთხვევაში ავაწყე ფორმის გარეშე, უბრალოდ რომ მეჩვენებინა როგორ გადმოდის კრემი გვერდებზე.

ამიტომ გაითვალისწინეთ და ეცადეთ, ბისკვიტი ისეთ ფორმაში გამოაცხოთ (მაგ: მრგვალი, ძირი რომ ეხსნება საცხობი ფორმა, ყველას აქვს სახლში) რაშიც შემდეგ მონტაჟსაც მოახერხებთ და გაყინვასაც.

  • მოვათავსოთ ჯოკონდას ბისკვიტის 1 ფირფიტა და დავნამოთ კარგად. წავუსვათ კარაქის კრემი(რაც მოვამზადეთ იმ კრემის ნახევარი), თანაბრად. შემდეგ მეორე ბისკვიტი დავადოთ და დავნამოთ ესეც. გავანაწილოთ მასზე შოკოლადის განაში (მთლიანი) და დავადოთ ბოლო ფენა ბისკვიტი, რომელიც ასევე დავნამოთ და გადავანაწილოთ ზედ მეორე ნახევარი კარაქის კრემი. ბოლოს დავასხათ შოკოლადის განაში. მონტაჟი დასრულებულია.
  • მიღებული დესერტი, გავყინოთ 2 საათის განმავლობაში ან დავტოვოთ მაცივარში მთელი ღამით. მოვხსნათ ფორმიდან და დავჭრათ სასურველ ზომებზე.

გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s