პანეტონე – panettone იტალიური პასკა

უნაზესი, ჰაეროვანი, არომატული ცილინდრული მოყვანილობის ნამცხვარი, გაჯერებული ხელით გაკეთებული ჩირებით, ნატურალური ვანილითა და ქიშმიშით.პორცია: 1 ც კილოგრამიანი და 2ც 500 გრამიანი პასკა.

რეცეპტი შედგება 3 ნაწილისგან.

1 – ფერმენტირებული ცომი იგივე სტარტერის მომზადება (მზადდება წინა დღეს)

2- მშრალი ხილის/ ჩირის მიქსტურა (მზადდება წინა დღეს)

3- პანეტონეს ცომის მომზადება

ფერმენტირებული ცომი (სტარტერი):

1 დღით ადრე:

წყალი (ოთახის ტემპერატურის) – 150 მლ/ლ

გრანულებიანი საფუარი (მშრალი) – 4 გრ

მარილი – 4 გრ

ფქვილი – 200 გრ

მომზადების ტექნოლოგია:

მიქსერის თასში ჩავასხათ წყალი და საფუარი, დავუმატოთ მარილი და ფქვილი. ვურიოთ მიქსერით (ცომის საზელი თავით) – 3 წუთი დაბალ ხოლო კიდევ 5 წუთი მაღალ სიჩქარეზე. მოზელილი ცომი, გადავიტანოთ ცხიმწასმულ თასში , გადავაკრათ პლასტირი ან სამზარეულოს ტილო და გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე 3 საათი. შემდეგ გადავზილოთ (ფქვილის გარეშე) და მოვათავსოთ მაცივარში 10 საათი (1 ღამით).

მშრალი ხილის/ ჩირის მიქსტურა

1 დღით ადრე:

ქიშმიში – 240 გრ (გარეცხილი და გამშრალი)

ფორთოხლის მარმელადი – 180 გრ ( ჩვენი მომზადებული, იხ. რეცეპტი ბლოგზე)

შავი რომი ან ფორთოხლის წვენი – 80 მლ/ლ

ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა – 2ც (სურვილისამებრ)

მომზადების ტექნოლოგია:

ჩამოთვლილი ინგრედიენტები, შევურიოთ ერთმანეთს და შევინახოთ მაცივარში გამოყენებამდე. (1 დღით ადრე იმიტომ კეთდება, რომ სითხე შეიწოვოს ჩირეულმა, და გემოებიც გაუჯდეს).

პანეტონეს ცომი:

მშრალი საფუარი – 30 გრ

თბილი რძე (და არა ცხელი) – 50 გრ

სტარტერი – 300 გრ (მთლიანი პორცია რაც მოვამზადეთ)

ფქვილი – 700 გრ

შაქარი – 190 გრ

ვანილის ჩხირი – 2ც

მარილი – 4 გრ

რძე – 200 მლ/ლ

კვერცხის გული – 12 ც

რბილი კარაქი – 300 გრ

მომზადებისტექნოლოგია:

პირველ რიგში, გამოვდგათ მაცივრიდან სტარტერი და გავაჩეროთ 2 საათი, ამ პერიოდისთვის სტარტერი დაუბრუნდება ოთახის ტემპერატურას და ამოსვლასაც კი დაიწყებს.

ასევე გამოვდგათ მაცივრიდან ჩირების მიქსტურა.

ამას იმიტომ ვაკეთებთ, საფუარიან ცომში რასაც შევურევთ ყველაფერი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს და არა მაცივრის.

1.ვანილის ჩხირებიდან გამოვათავისუფლოთ რბილობი, ჩხირები კი საფქვავში დავფქვათ. (ორივე დაგვჭირდება).

2.   50 მლ/ლ თბილი რძე დავასხათ გრანულებიან საფუარზე და გავაჩეროთ 5 წუთი. ( საფუარი არ აგერიოთ სტარტერში.)

3. ფქვილი, ვანილის რბილობი + დაფქვილი ვანილი, მარილი და შაქარი მოვათავსოთ მიქსერის თასში.

4.დავამატოთ საფურიანი რძე, რომელიც მანამდე გავხსენით, კვერცხის გულები და 200 მლ/ლ რძე და კარგად მოვურიოთ მიქსერით 3 წთ.

5. დავამატოთ სტარტერი და მოვურიოთ 5 წთ. შემდეგ გამოვრთოთ მიქსერი, კარგად ამოვურიოთ ცომს და კვლავ გავაგრძელოთ მიქსერით მორევა 10 წუთი.

6. დავამატო ოთახის ტემპერატურის კარაქი და ვურიოთ 10 წთ, პერიოდულად ამოვურიოთ.

7. დავამატოთ ჩირების მიქსტურა და ვურიოთ კვლვ მიქსერით სანამ კარგად არ შეერევა.

8.გადავიტანოთ ღრმა თასში, კარგად შევფუთოთ, ზემოდან სველი ტილო დავაფაროთ და გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე (25 გრადუსი მაინც უნდა იყოს), სანამ არ გასამმაგდება (დაახლოებით 3 საათი სჭირდება).

9. 3 საათის შემდეგ, ცომი მსუბუქად, ხელით გადავზილოთ, გავანაწილოთ სასურველ ზომებზე, მოვამრგვალოთ ზეთიანი ხელით და გადავიტანოთ გამოსაცხობ ფორმებში. დავაყოვნოთ 2 საათი და შემდეგ გამოვაცხოთ 165-170 გრადუსზე დაახლოებით 35 წთ.

გაითვალისწინეთ, რომ ფორმებში როდესაც გავანაწილებთ , ბოლო 2 საათი, ზომაში საკმაოდ იმატებს. ამიტომ სწორად განსაზღვრეთ ფორმაში რამდენ ცომს მოათავსებთ.

ცხობისას, კი სასურველია მდუღარე წყალი შეუდგათ ღუმელში, რათა ტენიანობა მიაწოდოთ.

წარმატებებს გისურვებთ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s