პასკა

მძიმე და ნოტიო პასკა, გაჯერებული ახლად დაფქვილი სუნელებით, ქიშმიშითა და კარაქით.საკმაოდ მარტივია მისი გამოცხობა, მთავარია რეცეპტი ზედმიწევნით დაიცვათ.

პორცია: მე გამომივიდა 3 ც 500 გრამიანი და 1 ც 700 გრამიანი პასკა.

თქვენ , შეგიძლიათ რეცეპტი გააორმაგოთ და განხვავებული ზომებისაც გამოაცხოთ.

პირველ რიგში უნდა მოამზადოთ სუნელებისგან ესენცია:

შავი რომი ან კონიაკი – 50 გრ

კარდამონი დაფქვილი – 2 ჩ/კ

დარიჩინი დაფქვილი – 2 ჩ/კ

მიხაკი დაფქვილი – 1 ჩ/კ

მუსკატის კაკალი დაფქვილი – 1 ჩ/კ

ლიმონის ცედრა – 2 ც

– 1 დღით ადრე, ალკოჰოლი და სუნელები ერთმანეთში ავურიოთ და მოვამზადოთ ესენცია. (შევინახოთ მაცივარში)

პასკის ცომისთვის:

თქვენდაგჭირდებათ:

კვერცხი – 3 ც

რძე – 250 მლ/ლ (მეტი სიმძიმისთვის შეგიძლიათ 125 არაჟანი და 125 რძე)

შაქარი – 500 გრ (მე ვიყენებ ყავისფერს)

კარაქი – 200 გრ

ზეითუნის ზეთი ( ან მზესუმზრის) – 70 გრ

ფქვილი – 750 გრ

ქიშმიში – 100 გრ

საფუარის სტარტერისთვის:

მშრალი საფუარი – 35 გრ (ეს იმ შემთხვევაში თუ უფრო დამჯდარი და მძიმე გნებავთ) (ამ შემთხვევაში ცომი თითქმის არ იმატებს) ხოლო თუ უფრო ამოსული, (როგორიც ფოტოზეა) გაუკეთეთ 55 გრ საფუარი.

ფქვილი – 35 გრ

თბილი წყალი – თვალით

მომზადების ტექნოლოგია:

მოამზადეთ სტარტერი: შეურიეთ საფუარი და ფქვილი, შემდეგ დაუმატეთ თბილი (არა ცხელი ) წყალი თვალით, ურიეთ კოვზით, ისე რომ ბოლომდე გაიხსნას და მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენცია. გადააკარით პლასტირი და გადადეთ გვერდზე რომ აფუვდეს.

პარალელურად დაიწყეთ ცომის მომზადება:

  1. ავადუღოთ რძე, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავყაროთ შაქარი, მოვურიოთ რომ გადნეს.
  2. გავადნოთ და კარგად ავადუღოთ კარაქი და გავაგრილოთ. გაგრილებული დავასხათ რძიან მასას.
  3. კვერცხი ცალკე თასში ხელით გავთქვიფოთ, უბრალოდ რომ გაერთიანდეს. და დავუმატოთ რძიან მასას (ეს მასა არ უნდა იყოს ცხელი)
  4. ზეთი და სანელებლების ესენციაც მთლიანად დავამატოთ რძის მასას.
  5. მიკროტალღურის ან გაზის საშუალებით, გავათბოთ ფქვილი, (რომ უკეთესად გააქრიუედეს საფუარი)
  6. მიქსერის თასში ჩავყაროთ გამთბარი ფქვილი, საფუარის სტარტერი, და ყველა ის ჩამოთვლილი ინგრედიენტი, რაც შევურიეთ რძიან მასას. (ანუ ისევა ყველაფერი ქიშმიშის გარდა)

1.მოვზილოთ ცომი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ისე რომ კარგად გაერთიანდეს. ცომი საკმაოდ თხელია, ასე რომ სახლის მიქსერიც იოლად მოერევა. მიღებული ცომი გადავიტანოთ ცალკე ჯამში, კარგად შევფუთოთ და დავდოთ თბილ ადგილას, სანამ არ გაორმაგდება. (დაახლოებით 2 საათი).

2.როდესაც ცომი გაორმაგდება, (35?გრამი საფუარის შემთხვევაში, ცომი არ გაორმაგდება, ოდნავ ამოფუვდება) მსუბუქად გადავზილოთ, ჩავამატოთ ქიშმიში და კვლავ ვურიოთ მიქსერით 10-15 წთ. ისევ დავაცადოთ დაახლოებით 1,5 სთ, სანამ კარგად არ ამოვა.

3. გაფუებული ცომი, მსუბუქად გადავზილოთ ზეთიანი ხელით , მოვამრგვალოთ და გადავიტანოთ საცხობ ფორმებში. დავაფაროთ პლასტირი ან სველი ტილო და კვლავ დავაყოვნოთ 1,5 სთ. ამ პერიოდში საგრძნობლად ამოფუვდება.

გამოცხობის წინ, შეგვიძლია ცომის თავი დავსეროთ სასურველ ფორმაზე, რომ ლამაზად და თანაბრად დასკდეს.

გამოვაცხოთ 150 გრადუსზე – 45 წუთი.

წარმატებებს გისურვებთ!

👌👌👌

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s