ფორთოხლის მარმელადი

თქვენ დაგჭირდებათ:

ფორთოხალი (არა გამომშრალ/გადამწიფებული) – 750 გრ (დაახლოებით 4 ც)

ლიმონი – 2 ც

წყალი – 150 მლ/ლ

შაქარი – 600 გრგახეხილი ჯინჯერი – 1 ჩ/კ

კარდამონი (ილი) – 1/2 ჩ/კ

მომზადების ტექნოლოგია:

1.გარეცხილი ფორთოხალი და ლიმონი მოვათავსოთ საკონდიტრო ქვაბში, დავასხათ წყალი (ისე რომ დაფაროს) და ვადუღოთ 30 წთ.

2. დუღილის შემდეგ, სწრაფად გადავიტანოთ ონკანთან და 10 წუთი მივუშვათ ცივი, გამდინარე წყალი. (ეს პროცესი , ანუ ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობა, უზრუნველყოფს ფორთოხლისა და ლიმონის კანიდან სიმწარის გამოდევნას).

3. მოვიმზადოთ საჭრელი დაფა, თასი , დანა და საწური. ცივი წყლის შემდეგ, გადმოვიტანოთ დაფაზე ციტრუსი, გავჭრათ შუაზე, გამოვათავისუფლოთ რბილობისგან. რბილობი საწურზე დავდოთ, ქერქი კი დავჭრათ სასურველ ზომებად. პარალელურად, საწურზე მოთავსებული რბილობი, ხელით კარგად გავწუროთ, წვენი კი შევინახოთ, შემდეგი ეტაპისთვის.

მაგიდაზე გავიმზადოთ მიღებული დაჭრილი ციტრუსის კანი, წვენი და (შაქარს+წყალი) სეროფისთვის.

4. ავადუღოთ სეროფი 115 გრადუსზე(თუ თერმომეტრი არ გაქვთ, უნდა შეხედოთ, შაქარი გაიხსნება, დაიწყება დუღილის პროცესი და მზად იქნება როდესაც მასა გასქელდება და ბლანტ ქაფს გაიკეთებს.ამ დროს შეურიეთ ციტრუსის წვენი (გაზიდან გადმოდგით და სწრაფი მორევით). შემდეგ დააბრუნეთ გაზზე და ადუღეთ იქამდე სანამ არ მიაღწევს 112 გრადუსს (ამ პროცესს დაახლოებით 20 წთ მაინც სჭირდება)

5. 112 ზე როდესაც ავა, ჩაამატეთ ფორთოხლის გარსი , ჯინჯერი და კარდამონი და მოშუშეთ კვლავ დაბალ ცეცხლზე სანამ არ მიაღწევს 103 გრადუსს. (დაახლოებით 5 წუთი დაბალ ცეცხლზე)  და გადმოდგით ცეცხლიდან.

შედეგად მიიღებთ რბილ, კარამელიზირებულ, არომატულ ჩირისებრ მარმელადს.

ამ შემთხვევაში მე კექსებისთვის ასეთი კონსისტენცია და ფორმა მჭირდებოდა.

თქვენ შეგიძლიათ შაქრის სეროფის რაოდენობის და ფორთოხლის წვენის ხარჯზე, სითხე გაზარდოთ, კანიც უფრო მოგრძო ზომებად დაჭრათ და მიიღებთ ცოტა განსხვავებული ტიპის მარმელადს.

აქ უკვე თქვენს წარმოსახვაში თავისუალი ხართ 🙂

Good luck!

And bake with Sophie 👌

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s