საუზმედ თუ უბრალოდ ისე, ყავა,ჩაი თუ სხვა სასმელთან… უბრალოდ თუ გიყვართ მოხალული ფსტის არომატი, რომელსაც მოყვება ნაღების კარაქის ტონები.. გარედან ხრაშუნა შიგნით კი ფაფუკი ბისკვიტი.. თქვენ ეს უნდა სცადოთ!
თქვენ დაგჭირდებათ მადლენის ბისკვიტის სპეციალური ფორმები, ან უბრალოდ , საცდელად სილიკონის ფორმებში გამოაცხოთ (თუმცა მადლენის ფორმა ნიჟარასთან ასოცირდება და უმჯობესია ასეთი ფორმა მოიძიოთ).
პორცია: 25-28 ც
ცომის მომზადების დრო:
15 წუთი – 1 ღამით ადრე
10 წუთი – შემდეგი დღე
გამოცხობის დრო :
8 წუთი
ინგრედიენტები:
მოხალული, კანგაცლილი და დაცეხვილი ფსტა – 80 გრ
ფქვილი ხორბლის – 125 გრ
გამაფხვიერებელი – 4 გრ
უმარილო კარაქი – 125 გრ
გრანულებიანი შაქარი – 135 გრ
ლიმონის ცედრა – 1/2 ც
კვერცხი – 2 1/2 (125 გრ)
ალუბლის ჩირი – 35 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
1 დღით ადრე, მოვამზადოთ მადლენის ბისკვიტის ცომი.
1.მიქსერის თასში, ავთქვიფოთ შაქარი და ლიმონის ცედრა.
2. დავამატოთ კვერცხი და გავთქვიფკთ 5 წუთი.
3. შევურიოთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და კვლავ შემოვურიოთ.
4. მალევე დავამატოთ დამდნარი კარაქი და ბოლოს თხილეულისა და ჩირის ნაერთი. ხის ხოვზით ამოვირიოთ და შევინახოთ მაცივარში 1 ღამით. მომდევნო დღეს, გავაცხელოთ ღუმელი 200 გრადუსზე. ავავსოთ ფორმები ცომით, ისე რომ დაიფაროს 3/4 ნაწილი.
გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 8 წუთი, ან უბრალოდ თვალით დააკვირდით, გვერდები უნდა გაუოქროსფერდეს, შუაში კი ფაფუკი დარჩეს.
გამოცხვება თუ არა, მოვხსნათ ფორმებიდან და გავაგრილოთ.
გამომცხვარი მადლენის ბისკვიტები შეგვიძლია გავყინოთ ხანგრძლივად.
წარმატებებს გისურვებთ!