Sacher Torte – ტორტი საჰერი

ვენური შოკოლადის ტორტი.

მოსამზადებლად მარტივი გემო კი განსხვავებული. მოკლედ, აი, რომ დნება ისეთია 🙂 👌

თქვენ დაგჭირდებათ მრგვალი ფორმა, 23 სმ/დმ.

პორცია – 10-12 ნაჭერიშოკოლადის ბისკვიტი:

ინგრედიენტები:

შავი შოკოლადი (66% კაკაოს შემცველობა) – 180 გრ

უმარილო კარაქი , რბილი – 160 გრ

შაქრის ფხვნილი – 70 გრ

კვერცხი – 7 ც (350 გრ.) (ცილა და გული ცალ-ცალკე)

გრანულებიანი შაქარი – 130 გრ

ხორბლის ფქვილი (გაცრილი) – 160 გრ

მომზადების ტექნოლოგია:

გავაცხელოთ ღუმელი 170 გრადუსზე.

საცხობი ფორმა დავცხიმოთ და მსუბუქად მოვაყაროთ ფქვილი. მე მხოლოდ ფოლგა შემოვაკარი, ვინაიდან უძირო ფორმა მაქვს და შესაბამისად არც იკრავს.

1.შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე, ისე რომ შოკოლადის თასი არბეხებოდეს მდუღარე წყალს. გამდნარი შოკოლადი მოვხსნათ ორთქლიდან და გადავდოთ გვერდზე.

2.მიქსერის თასში, სათქვეფი თავით, გავთქვიფოთ შაქრის ფხვნილი, რბილი კარაქი და დამდნარი გაგრილებული შოკოლადი 5 წუთის განმავლობაში. დავამატოთ კვერცხის გულები სათითაოდ და კვლავ მოვურიოთ, სანამ არ გაერთიანდება. შემდეგ გადავიტანოთ სხვა თასში, მიქსერის თასი და სათქვეფი თავი კი კარგად გავრეცხოთ და მოვამზადოთ შემდეგი საფეხურისთვის.

3. მიქსერის თასში გავთქვიფოთ კვერცხის ცილა და შაქარი გრანულებიანი.

4. მიღებული ცილის 1/3 ნაწილი გადავიტანოთ შოკოლადიან მასაში და ფრთხილად გადავურიოთ სილიკონის მარიზით.

შემდეგ მთლიანად შევურიოთ , რომ გაერთიანდება მასა, ნელ-ნელა დავიწყოთ ფქვილის დაცრა, თან ვურიოთ როგორც ბისკვიტი, სანამ არ გაერთიანდება.

მიღებული ცომი, ფრთხილად ფადავიტანოთ საცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ 50 წუთის განმავლბაში.

გამომცხვარი ბისკვიტი, ოდნავ რომ შეგრილდება გადავიტანოთ ცხაურზე, სადაც უკვე დასრლდება გაგრილების პროცესი ბოლომდე.

გაგრილების შემდეგ , ჰორიზონტალურად გავჭრათ და გადავდოთ გვერდზე.

შინდის კონფი:

შინდი (გაყინული ან თუ სეზონია ნედლი) – 380 გრ (წონა დამუშავების შემდეგ) (საწყისი ავიღე 790 გრ)

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ხილით ჩაანაცვლოთ.

შაქარი – 100 გრ

მომზადების ტექნოლოგია:

საკონდიტრო ჯამში წამივადუღოთ შაქარი და კურკაგამოცლილი , გახეხილო შინდი და წამოვადუღოთ. შემდეგ კარგად დავაბლენდეროთ.

ცხელივე, მოვათავსოთ ბისკვიტის როგორც შუა ფენაზე, ასევე ზემოდან და გვერდებზეც.

დავაცადოთ სანამ კარგად არ გაშრება. ამიტომ გადავიდეთ შაქრის მინანქარის მომზადებაზე.

შაქრის მინანქარი:

მინერალური წყალი – 140 გრ

გრანულებიანი შაქარი – 400 გრ

შავი შოკილადის ღილები (66 % კაკაო) – 200 გრ

მომზადების ტექნოლოგია:

საკონდიტრო თასში მოვათავსოთ შაქარი და სწყალი, წამოვადუღოთ შაქარი რომ გაიხსნას, მალევე ჩავამატოთ შოკოლადი და ვურიოთ. მასა უნდა ავიდეს 108 გრადუსზე. მივიღებთ პრიალა შოკოლადის მინანქარს.

დავაყოვნოთ 30 წუთი, რომ გაგრილდეს.

საჰერის აწყობა:

ბისკვიტს გადავავლოთ გაგრილებული მინანქარი.

და დავაცადოთ სანამ არ შემაგრდება. ზემოდან სურვილისამებრ დავალაგოთ ის ხილი, რომელიც გამოყენებილია შიგთავსში.

ამ შემთხვევაში გქვქფორმე შინდით.

სერვირებისას შეგიძლიათ გვერდზე მოათავსოთ ამოყვანილი ნაღები.

წარმატებები!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s