ფსტის ჩიზქეიქი Mosaic

იმისათვის, რომ ეს დესერტი მოამზადოთ, დაგჭირდებათ

მრგვალი ფორმა, სასურველია ძირის გარეშე, 24 სმ დიამეტრის.

ჩიზქეიქის ეს ვერსია, შედგება:

1.ტკბილი ტარტის ფხვიერი ძირი,

2.კრემ-ყველის და ფსტის კრემის შიგთავსი,3.კრემ- ყველის და ფსტის მუსი;

ასევე მოსართვად გამოყენებულია, თეთრი შოკოლადის ნამტვრევები და დაფარულია დაფქვილი ფსტით.

აქ ვისწავლით ნუშის ფქვილის მომზადებას და შოკოლადის დატემპერირების წესსაც.

პორცია: 10-12 ნაჭერი.

1 დღით ადრე, მოვამზადოთ ალუბლები შიგთავსისთვის. ამისათვის დაგვჭირდება:

მინერალური წყალი (არაგაზიანი) – 75 გრ

გრანულებიანი შაქარი – 100 გრ

გაყინული მჟავე ალუბალი – 250 გრ

მომზადების ტექნოლოგია:

საკონდიტრო მცირე ზომის ჯამში წყალი და შაქარი წამოვადუღოთ, (2 წთ) მიღებული სეროფი დავასხათ ალუბლებს და გავაჩეროთ 1 ღამით(მაცივარში)

ტკბილი ტარტის ფხვიერი ძირი:

უმარილო კარაქი (ოთახის ტემპერატურის) – 150 გრ

შაქრის ფხვნილი (გაცრილი) – 95 გრ

ზღვის მარილი – 2 მწიკვი

ნუშის ფქვილი – 30 გრ

კვერცხი- 1 ც (50 გრ)

ხორბლის ფქვილი (გაცრილი) – 250 გრ

+ 100 გრ კარაქი (უკვე გამომცხვარ ფხვიერ ცომში ირევა ბოლოს)

მომზადების ტექნოლოგია:

პირველ რიგში მოვამზადოთ ნუშის ფქვილი.

ამისათვის დავალბოთ 30 გრ ნუში ცივ წყალში , დაახლოებით 30-40 წთ. შემდეგ უმარტივესად გავაცალოთ კანი , გავაშროთ ღუმელში (50 გრადუსზე, ისე რომ არ მოიხალოს, მაგრამ კარგად გაშრეს) ბოლოს დავფქვათ ელექტრო საფქვავში და მზად არის.

მიქსერში , ავთქვიფოთ რბილი კარაქი , სანამ არ მივიღებთ კრემის კინსისტენციას. დავუმატოთ შაქრის ფხვნილი, ნუშის ფქვილი და მარილი. შემოვურიოთ კვლავ. დავამატოთ კვერცხი, მოვურიოთ და ბოლოს ფქვილი. მიქსერით მოვურიოთ სანამ არ გაერთიანდება კარგად. მიღებული ცომი გავაბრტყელოთ 2 მმ სიმაღლეზე და მოვათავსოთ მაცივარში 15 წთ.

გამოვაცხოთ 170 გრადუსზე 12-15 წუთის განმავლობაში (სანამ არ გაოქროსფერდება)

გამომცხვარი ფხვიერი ცომი, დავამტვრიოთ, გავაგრილოთ ბოლომდე, შემდეგ შევურიოთ 100 გრ რბილი კარაქი (ბლენდერის ან მიქსერის საშუალებით) თუ კარგად არ შეერევა, შეგვიძლია საბრტყელებლის საშუალებით გავაერთიანოთ მასა.

კარგად ჩავტკეპნოთ 24 სმ დიამეტრის ფორმაში, გავაციოთ 1 საათი და გამოვაცხოთ 150 გრადუსზე 12 – 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ბოლომდე გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე.

ეს ფოტო შეგნებულად გადავიღე, რომ გაჩვენოთ როგორ გამიტყდა ძირი))) იდეალური არავინაა) (ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია, დაჭრისას ძირი მაინც შევინარჩუნე, ზემოდან კრემ-ყველის კრემი რომ დავასხი და გამოვაცხე, მაგან შედარებით გააერთიანა).

ფსტის მოხალვა-დამუშავება:

ფსტა მთლიანი რეცეპტისთვის გვჭირდება 225 გრ. ეს არის რაოდენობა რაც გვჭირდება დამუშავებული. გაითვალისწინეთ ნაჭუჭის წონაც, ასე რომ უფრო მეტი უნდა იყიდოთ (დაახლოებით 100 გრამით)რომ ბოლოს ეს რაოდენობა დარჩეს.

ფსტა კარგად გაარჩიეთ. 225 გრამიდან 75 გრ (გვჭირდება კრემისთვის)ცალკე მოათავსეთ დანარჩენი 150 გრ -ი (გვჭირდენა ზემოდან მოსაყრელად) კი ცალკე მოათავსეთ და მოხალეთ 150 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ბოლომდე გააგრილეთ და კანი გააცალეთ.

ბოლომდე გაციებული მოხალული ფსტა, 75 გრამიანი პორცია, დაჭერით საშუალო ზომაზე ან ხელის საბრტყელებელი გადაატარეთ k

მე შევურიე 2 გრ მწვანე საღებავი, სასიამოვნო ფერისთვის.

შემდეგი 150 გრ ფსტა, ძალიან წვრილად დაფქვით , შემდეგ გაცერით და გვერდზე გადადეთ.

მე აქაც შევურიე მცირე საღებავი.

კრემ-ყველისა და ფსტის კრემის შიგთავსი:

ღუმელის ტემპერატურა დავაყენოთ 90 გრადუსზე.

ინგრედიენტები:

ფსტა (დაცეხვილი)- 75 გრ

კრემ-ყველი – 450 გრ

შაქარი გრანულებიანი- 125 გრ

ხორბლის ფქვილი (გაცრილი)- 20 გრ

კვერცხის გული -1 ც (20 გრ)

კვერცხი – 2ც (100 გრ)

ნაღები – 30 გრ

ფსტის პასტა – 40 გრ

მომზადების ტექნოლოგია:

მიქსერში მოვათავსოთ კრემ-ყველი და შაქარი და ვურიოთ 2 წთ. დავამატოთ ფქვილი, კვერცხის გული, კვერცხი, თან ვურიოთ. შემდეგ ნაღები, ფსტის პასტა, დაჭრილი ფსტა და ვურიოთ სანამ ერთიან კონსისტენციას არ მივიღებთ.

მოვათავსოთ ფხვიერი ძირის ფენაზე და გამოვაცხოთ 90 გრადუსზე 1 სთ.

გამომცხვარი შიგთავსი გავაგრილოთ ბოლომდე.

კრემ-ყველის და ფსტის მუსი:

ინგრედიენტები:

ჟელატინის ფირფიტა- 2 1/2 ც

მინერალური წყალი – 15 გრ

გრანულებიანი შაქარი – 50 გრ

კვერცხის გული – 30 გრ (1 1/2ც)

ფსტის პასტა – 20 გრ

კრემ -ყველი – 160 გრ

შაქრის ფხვნილი – 10 გრ

ამოყვანილი ნაღები – 200 გრ

მომზადების ტექნოლოგია:

ამოვიყვანოთ ნაღები და დავალბოთ ჟელატინი.

საკონდიტრო ქვაბში ავადუღოთ სეროფი (გრანულებიანი შაქარი და მინერალური წყალი ) პარალელურად მიქსერის თასში მოვათავსოთ კვერცხის გული. სეროფი რომ მიაღწევს 121 გრადუსს, დავასხათ კვერცხის გულს და სწრაფად გავთქვიფოთ სან არ გაგრილდება.

ორთქლის აბაზანაზე მოვათავსოთ კრემ-ყველი და ფსტის პასტა, ისე რომ კარგად გადნეს და შევურიოთ ერთმანეთს.qq

დავამატოთ გაწურული ჟელატინი, შაქრის ფხვნილი, კვერცხის გულისა და შაქრის სეროფისგან მიღებული მასა და გავაერთიანოთ მარიზით.

გადმოვდგათ ორთქლის აბაზანიდან და დავამატოთ ამოყვანილო ნაღები.

გაციებულ კრემ-ყველისა და ფსტის შიგთავსზე, დავალაგოთ წინა ღამეს მომზადებულ ალუბლები (რომლებიც სამზარეულოს ხელსაწმენდის საშუალებით კარგად გავაშრე)

მიღებული მუსი, დავასხათ გაციებულ გამომცხვარ შიგთავსის ფენას და შევდგათ საყინულეში 3 სთ, ან მაცივარში 1 ღამით.

სანამ ეს ყველაფერი კარგად გაიყინება, მოვამზადოთ თეთრი შოკოლადის ნამტვრების დეკორი.

თეთრი შოკოლადის დატემპერირება:

თეთრი შოკოლადი – 260 გრ

ზღვის მარილი- 4 გრ

მომზადების ტექნოლოგია:

თეთრის შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ და მივიყვანოთ 55 გრადუსზე.

შემდეგ გავაგრილოთ , სანამ არ ჩამოვა 27 გრადუსზე.

და კვლავ გავათბოთ, თუმცა ამჯერად 30-33 გრადუსზე. (ძალიან მალე აღწევს.)

მიღებულ დაპერირებულ შოკოლადს შევურიოთ მარილი, გადავასწოროთ გიტარა ფურცელზე და დავაცადოთ სანამ არ გაგრილდება.

შემდეგ არათანაბრად დავამტვრიოთ და გამოვიყენოთ დესერტის დეკორაციად.

აწყობა:

გაყინულ ჩიზქეიქს, პრიმუსის აპარატის მეშვეობით , შემოვადნოთ გვერდები და ავხსნათ ფორმა.

დაინახავთ რა ძალიან მაგარი რამ შექმენით :)) ზემოდან დავაცრათ ის 150 გრ ფსტის ფხვნილი (ჩვენ რომ მოვამზადეთ.

გვერდებზე შემოვაკრათ შოკოლადის დეკორაციები და დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად.

თუ სეზონია, შეგვიძლია დავალაგოთ ცოცხალი ალუბლები.

წარმატებები 🤘

2 thoughts on “ფსტის ჩიზქეიქი Mosaic

  1. tamara

    აი ამას ქვია გამოვშტერდიიიიიი.. კარგი გაგებით! ჯადოქარი ხარ ❤

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s