mille feuille ,, ნაპოლეონი”

 

ფენოვანი კარამელიზირებული ცომი, პატისიეს კრემ – მუსით.

უბრალოდ ძალიან გემრიელი დესერტი.

პორცია : 12-14 ც

ფენოვანი ცომი:

ფქვილი – 240 გრ

ცივი წყალი – 118 გრ

რბილი კარაქი – 65 გრ

შაქარი – 1 ჩ/კ

მარილი – 1/2 ჩ/კ

ლიმონის წვენი ან თეთრი ღვინის ძმარი – 1 /კ

დასაფენოვნებლად:

კარაქი – 375 გრ

ფქვილი – 120 გრ

მომზადების ტექნოლოგია:

ფქვილი, ცივი წყალი, რბილი კარაქი , შაქარი, მარილი და ლიმონის წვენი მოვათავსოთ მიქსერის თასში და მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი.

ცომი დავასვენოთ მაცივარში და მოვამზადოთ დასაფენობნებლად კარაქი.

ამისათვის: კარაქი და ფქვილი მიქსერით ისე გადავზილოთ რომ მივიღოთ კრემივით ერთიანი მასა. (კარაქი იმიტომ ითქვიფება, რომ შემდეგ მისი ცომში მოთავსება და დაფენოვნება გაგვიადვილდეს, იყოს ერთგვაროვანი და ცალკე ნაწილებად არ ჩაიშალოს ცომში).

მიღებული კარაქისა და ფქვილის მასა, შევახვიოთ სამზარეულოს პლასტირში და მივცეთ მართკუთხედი ფორმა. დავასვენოთ მაცივარში 15-20 წთ. (არც ძალიან რბილი და არც ძალიან მაგარი უნდა იყოს).

ფენოვანი ცომის მომზადება:

ცომი გავშალოთ ფქვილ მოყრილ მაგიდის ზედაპირზე, ზემოდან დავადოთ კარაქი, გვერდები მჭიდროდ შემოვუკეცოთ და გავაბრტყელოთ. (კარაქი კარგად და თანაბრად უნდა გადანაწილდეს)

შევასრულოთ პირველი მარტვი გადაკეცვა:

ცომი კარგად შვფუთოთ პლასტირით და დავასვენოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით.

ასე გავიმეოროთ კიდევ 2 – ჯერ. ჯამში უნდა შევასრულოთ 3 ჯერ მარტივი გადაკეცვები.

როდესაც სამივე გადაკეცვას შევასრულებთ, ცომი კვლავ დავასვენოთ მაცივარში 30 წუთით და შემდეგ გავყოთ 3 თანაბარ ნაწილად. img_3667

თითოეული ნაწილი 0,5 სმ სიმაღლეზე გავაბრტყელოთ, გვერდები მოვაჭრათ იდეალურად სწორი რომ იყოს, თითოეულს მოვაფრქვიოთ შაქარი და მზად არის გამოსაცხობად.

 

გამოცხობა:

ღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსზე.

1.მოვათავსოთ სამივე ფირფიტა გამოსაცხობად, 10 წუთით.

2.10 წუთის შემდეგ, გამოვდგათ და ზემოდან დავალაგოთ ზუსტად იგივე ზომის საცხობი ფორმა. (სიმძიმე) იმისათვის , რომ ფენოვანი ცომის ამოფუვება შევაჩეროთ და ცომი გამოცხვეს თანაბრად სწორი ზედაპირის. გამოვაცხოთ ისევ 180 გრადუსზე 20 წუთი.

3. 20 წუთის შემდეგ, ჩვენი ფენოვანი ცომის ფენები საკმაოდ გაოქროსფერდება, თუმცა ერთი შტრიხი რჩება. ღუმელი უნდა ავწიოთ 190 გრადუსზე , გამომცხვარ ფენებს შაქრის ფხვნილი მოვაფრქვიოთ და კარამელიზაციისთვის , შევაბრუნოთ ღუმელში 5 წუთით (თან ვუყუროთ რომ არ დაგვეწვას).

შედეგად მივიღებთ კარგად მოშუშულ და კარამელიზირებულ ფენოვან ცომს.

კრემისთვის მოვამზადოთ კრემ პატისიე 500 გრ რძეზე. (რომ მოვხარშავთ და კარგად გაცივდება , კვლავ გადავთქვიფოთ და მარიზით შევურიოთ 250 გრ ამოყვანილი ნაღები.

აწყობა:

ფენოვანი ცომის ფენები დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად (ეს უნდა გავაკეთოთ საკმაოდ ფრთხილად, რომ არ დაგვემსხვრეს)

თითო ნაჭერი, შედგება 3 ფენისგან.

მოვათავსოთ პირველი ფენა ნაჭრები, დავკრემოთ, შემდეგ ისევ ფენოვანი ცომი, კვლავ დავკრემოთ. მოვათავსოთ საბოლოო ფენა და მოვაყაროთ შარის  ფხვნილი.

მე მიყვარს ახალი მომზადებული, ასევე შეგიძლიათ კარგად გააციოთ მაცივარში და ისე მიირთვათ.

წარმატებები!

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s