წარმოგიდგენთ ჩემი საყვარელი ქადების რეცეპტს, რომელიც მე არმინემ მასწავლა. მისი რეცეპტი თითქმის იგივე დავტოვე, მხოლოდ გულსართს დავუმატე ნიგოზი და ლიმონი.ცომის ინგრედიენტები:
თბილი წყალი 1 ჭიქა -220-250 მლ\ლ
კვერცხი – 1 ც
ძმარი/ლიმონის წვენი – 1ს/კ
არაყი/რომი/კონიაკი- 1 ს/კ
მზესუმზირის/ზეითუნის ზეთი – 3 ს/კ
ფქვილი – 550 გრ
მარილი – 2 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
მიქსერით გავაერთიანოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები. მივიღებთ რბილ და ელასტიურ ცომს.
მიღებული ცომი, როგორც ხედავთ გავყავი 4 ნაწილად. ( იმისათვის რომ იოლად დავამუშავო, თქვენ შეგიძლიათ ორადაც გაყოთ, ჩემი რჩევაა მთლიანად 1 გუნდას ნუ შეეჭიდებით, საბოლოოდ შეგრჩებათ ძალიან გრძელი რულეტი, რომელსაც ვერ გადაკეცავთ სათანადოდ). მიღებულ 4 გუნდას, ესმევა 25-30 გრ რბილი კარაქი , იმისათვის რომ დავაფენოვნოთ. თითო გუნდას ესმევა კარაქი 3 ჯერ. შესაბამისად წინასწარ უნდა გავიმზადოთ 3*4 =12 ც 25-30 გრამიანი კარაქი. რიგ-რიგობით გადავუსვათ გუნდებს. თითო გუნდას 30 წუთი მაინც ჭირდება მაცივარში დაყოვნება, თუმცა დრო მალე გადის, სანამ ერთს ესმევა, მეორე მაცივარში გრილდება და ა.შ.
(რომ არ აგერიოთ მერამდენე გადაკეცვაა, შეგიძლიათ თითებით მონიშნოთ).
,,ხორიზი” გულსართი:
კარაქი -200 გრ
ნიგოზი მოხალული და გატარებული – 150 გრ
შაქარი – 400 გრ
ლიმონის ცედრა – 3 ც
ვანილინი – 2 ც
დარიჩინი – 5გრ
ფქვილი (მოხალული) – 250 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
ფქვილი მოვხალოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, ისე რომ არ გამუქდეს და შემდეგ გავცრათ და გავაგრილოთ.
ასევე მოვხალოთ ნიგოზი, გავაგრილოთ და გავატაროთ.
გატარებული ნიგოზის მასაში , ჩავხეხოთ 3 ც ლიმონი, დავამატოთ ვანილინი და დარიჩინი.
ცივი ქარაქი გავხეხოთ და ხელით შევურიოთ ფქვილს და დანარჩენ შაქრისა და სუნელების მასას. კარგად გავაფხვიეროთ, თან ისე რომ ქარაქი ხელებში არ გვიდნებოდეს.
შემდეგ გავშალოთ გუნდა , გავაბრტყელოთ თხლად, თანაბრად გადავანაწილოთ გულსართი და გადავახიოთ.
ზემოდან ოქროსფერის მისაღებად, 3 კვერცხის გული, მწიკვი მარილი, მწიკვი შაქარი და ნაღები ერთმანეთში შევურიე და ფუნჯით გადავუსვი გამოცხობის წინ.
საცდელად დიდი ზომის გათაც გავაკეთე.
გამოცხობა 170 გრადუსზე, სანამ კარგად არ გაოქროსფერდება.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო მასწავლებელი და უგემრიელესი ქადა/გადა!!! დიდი მადლობა სოფო ინდივიდუალური გაკვეთილისთვის და რჩევებისთვის.
LikeLike