გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ნუშის ორცხობილები
ინგრედიენტები
დაფქვილი ნუში (უმჯობესია კანიანად) – 250 გრ
თეთრი შაქარი – 250 გრ
კვერცხის ცილა – 2 ც
ამარეტო – 10 მლ/ლ
მომზადების ტექნოლოგია:
ჩამოთვლილი ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად ავურიოთ ბლენდერის საშუალებით.
საცხობ ქაღალდზე დავსვათ სასურველი ზომისა და ფორმის ცომის მასა , სურვილოსამებრ მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი, ნუშის ფანტელი, კანგაცლილი ნუში.
გამოცხობა:
150 გრადუსზე ვაცხოთ 15 წუთი, შემდეგ 125 გრადუსზე 5 წუთი.
იმ შემთხვევაში თუ დიდი ზომის ორცხობილებს ვაცხობთ, შესაძლოა ამ პერიოდში ვერ მოესწროს სრულად გამოცხობა და დავტოვოთ გამორთულ ღუმელში 10 წუთით.
წარმატებას გისურვებთ!