ინგრედიენტები:
შაქარი – 280 გრ
ქოქოსის ზეთი – 100 გრ
კვერცხი – 2 ც
ფქვილი – 340 გრ
გამაფხვიერებელი – 10 გრ
ქოქოსის ფანტელი – 200 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ ქოქოსის ზეთი, მიქსერით გავთქვიფოთ ქოქოსის ზეთი და შაქარი, დავუმატოთ კვერცხი.
შემდეგ ფქვილი , გამაფხვიერებელი, ქოქოსის ფანტელი და კვლავ ავურიოთ მიქსერით.
მოვაგუნდაოთ თანაბარი ზომის (მაგ 20 გრ) ბურთები, ამოვავლოთ კვლავ ქოქოსის ფანტელში და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე სანამ არ გაოქროსფერდება (10-12წთ).
წარმატებებს გისურვებთ!