დღეს, Red velvet cake, წითელი ხავერდის ტორტი მოვამზადე, რომელიც ძირითადად კეთდება საახალწლოდ და ვალენტინობის დღეზე.
მე ძალიან მომწონს მისი სადღესასწაულო ფერი, ფუმფულა ბისკვიტი, მასკარპონესა და კრემ-ყველის მუსი
ბისკვიტი:
კარაქი – 110 გრ
შაქარი – 300 გრ
კვერცხი – 2 ც
ფქვილი – 250 გრ
მარილი – 1/2 ჩ.კ
კაკაო – 2 ს/კ
რძე – 120 მლ/ლ
ნაღები – 120 მლ/ლ
სოდა და ძმარი – 1 ჩ/კ
წითელი საღებავი – 5 გრ (მკვეთრი ფერი რომ მიიღოთ)
გაითვალისწინეთ, მე მოცემული პორცია გავასამმაგე, შედეგად მივიღე 1ც 30 სმ სიგრძის კექსი, 8 ც ბისკვიტის ფენა – 15 სმ/დმ ,15 ც ბისკვიტის მინი დისკი.
მომზადების ტექნოლოგია:
გაიმზადეთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები, დაცხიმეთ გამოსაცხობი ფორმები და შეუდექით ბისკვიტების მომზადებას.
1 – მიქსერით შეურიეთ კარაქი და შაქარი.
2- დაუმატეთ კვერცხი თითო -თითოდ.
3- დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები (ფქვილი, მარილი, კაკაო) და კვლავ ურიეთ.
4- მსუბუქად თბილი რძე და ნაღები (რომელშიც გახსნილი იქნება წითელი საღებავი).
5- ბოლოს ხის კოვზით ან მარიზით შეურიეთ სოდა/ძმარი და გადაანაწილეთ გამოსაცხობ ფორმებში.
გამოაცხეთ 165 გრადუსზე 25 – 30 წთ.
მიღებული ბისკვიტები გააგრილეთ ცხაურზე. შეიგიძლიათ გაყინოთ 2-3 კვირით.
კრემ ყველისა და მასკარპონეს კრემი:
კრემ – ყველი – 230 გრ
მასკარპონე – 230 გრ
შაქრის ფხვნილი – 125 გრ
ნაღები 35% – 365 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
ყველა ინგრედიენტი ერთად მოვათავსოთ მიქსერის ჯამში და ამოვიყვანოთ მიქსერით, სანამ არ შესქელდება.
მზა კრემი წავუსვათ ბისკვიტების ფენებად.
წარმატებები!