გერმანული საშობაო შტოლენი მოგიმზადეთ.
ეს არის ტკბილი პური, სხვადასხვა ჩირებთ , ციტრუსით და თხილეულით გაჯერებული.
ტრადიციულად, შტოლენი მზადდება ახალ წლამდე 2 კვირით ადრე და ინახება.. ამ პერიოდში ხდება ინგრედიენტების ფერმენტაცია, სტრუქრურულად და გემოვნური თვისებებითაც ძალიან იცვლება. ასე რომ გაითვალისწინეთ ეს პერიოდი : )
ინგრედიენტები:
ქიშმიში – 300 გრ (შეგიძლიათ ქიშმიში 200 და გარგრის ჩირი,კურაგა 100)
რომი – 50მლ
სხვადასხვა თხილეული – (ნუში, კაკალი, ფიჭვის თესლი) – 200 გრ
ციტრუსის კონფი (ცედრის) – 150 გრ
ლიმონის ცედრა – 1 ც
ზღვის მარილი – 5 გრ
ვანილის ჩხირი – 1ც
ფქვილი – 600 გრ
რძე – 150 გრ
კარაქი (ოთახის ტემპერატურის) – 250 გრ
კვერცხი – 2ც
საცხობი ფხვნილი (გამაფხვიერებელი) – 15 გრ
საფუარი (გრანულები) – 15 გრ
შაქარი – 125 გრ
გამოცხობის შემდეგ:
დამდნარი კარაქი – 150 გრ
შაქრის ფხვნილი – 290 გრ
ლიმონის წვენი – 1ც
მომზადების ტექნოლოგია:
1.ქიშმიში, გარგრის ჩირი და რომი ჩავალბოთ, შევურიოთ დაჭრილი თხილეული, ლიმონის ცედრა, მარილი, ვანილი და ციტრუსის კონფი. ეს მასა მე გავაჩერე 1 ღამე მაცივარში. ციტრუსის კონფი მოვამზადე შემდეგნაირად. 2 ც ფორთოხალის ცედრა ვადუღე (5წთ) 100 გრ წყალთან და 100 გრ შაქართან ერთად, ბოლოს დავუმატე 10 გრ კარტოფილის სახამებელი და ძალიან ნელ ცეცხლზე გავაჩერე ნახევარი წუთი, ვურიე განუწყვეტლივ.
2. თბილი რძე (38 გრადუსი) , შაქარი და საფუარი შევურიე ერთმანეთში და გავაჩერე 10 წთ. ფქვილი, საცხობი ფხვნილი (გამაფხვიერებელი) , რძის მასა, მოვზილოთ მიქსერით ძალიან კარგად. დავუმატოთ კვერცხი, კარგად მოვზილოთ, შემდეგ კარაქი, ასევე მოვზილოთ კარგად, მიღებული ცომი, მოვათავსოთ ცხიმწასმულ თასში, გადავაკრათ პლასტირი და დავასვენოთ თბილ ადგილას 1 სთ.
3. დასვენების შემდეგ, ცომს შევურიოთ თხილეულის მასა (რომელიც მაცივარში გვქონდა გაჩერებული 1 ღამით) და ცომი კვლავ დავასვენოთ 1 საათით. ( გაითვალისწინეთ, რომ ცომი დიდად ზომაში არ იმატებს).
4. დასვენების შემდეგ, მიღებული ცომი გავყოთ 2 თანაბარ ნაწილად (სურვილისამებრ) , და თითოეული მსუბუქად გადავზილოთ, შემდეგ კვლავ დავასვენოთ 30 წთ.
5. გავაბრტყელოთ ცომი. სურვილისამებრ, მასში შეიძლება მარციპანის მოთავსება.
დავასვენოთ კვლავ 30 წთ.
6. გამოვაცხოთ 175 გრადუსზე, 45-55 წთ, გააჩნია შტოლენის ზომას.
7. როგორც კი გამოცხვება, ცხელივე ჩავჩხვლიტოთ, წავუსვა დამდნარი კარაქი, ლიმონის წვენი და დავფაროთ შაქრის ფხვნილით.
8. დავაცადოთ სრულად გაციება, შევახვიოთ სამზარეულოს პლასტიკში და შევინახოთ კონტეინერში 10-14 დღით.
მირთმევის წინ, განაახლეთ შაქრის ფხვნილით.
წარმატებები!