ძალიან გემრიელი, სამარხვო კექსი, რომლის მომზადებაც უმარტივესია!
ინგრედიენტები:
ფორთოხალი – 500 გრ
შაქარი – 320 გრ
ფქვილი – 400 გრ
გამაფხვიერებელი – 15 გრ
ზეთი – 120 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
ფორთოხალი კარგად გარეცხეთ, დაჭერით და კანიანად გაატარეთ ელექტრო მანქანაში. მიქსერის თასში მოათავსეთ შაქარი, გატარებული ფორთოხალი, ზეთი და გათქვიფეთ მსუბუქად, შემდეგ დაამატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და კვლავ შეურიეთ.
გამოაცხეთ 160 გრადუსზე 40 წთ.
გაგრილებულს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი სურვილისამებრ.
გემრიელად მიირთვით!