ნამდვილად არვიცი, ქუქისების ქართული შესატყვისი სახელი, თუმცა კარგი რეცეპტი კი ვიცი : )
პორცია – 35 – 40 ცალი
ინგრედიენტები:
შაქარი – 280 გრ
კარაქი – 200 გრ
კვერცხი – 2 ც
ფქვილი – 340 გრ
გამაფხვიერებელი – 10გრ
შოკოლადის მარცვლები – 200 გრ
ან
ქოქოსის ფანტელი – 200 გრ
მოზადების წესი:
შაქარი და დამდნარი კარაქი მსუბუქად შემოვურიოთ მიქსერით ან ხის ხოვზით. დავუმატოთ ოთახის ტემპერატურის კვერცხი, გაცრლი ფქვილი, გამაფხვიერებელი და თან ვურიოთ.
(თუ გვინდა ქუქისების საახალწლო დეკორაციებად გამოყენება, შეგვიძლია შოკოლადი, ქოქოსი და სხვა დანამატები არ გამოვიყენოთ, იმისათვის რომ სასურველი ფორმები იოლად მივცეთ).
თუ უბრალოდ გემრიელი ქუქისები გვინდა დავუმატოთ:
შოკოლადი / ქოქოსი/ქიშმიში/ ჩირები/თხილეული და სხვა.
მიღებული ცომი გავაგრილოთ მაცივარში 30 წთ. საცხობ ქაღალდზე დავსვათ კაკლის ზომის ფორმები და გამოვაცხოთ, წინასწარ გაცხელებულ ღუმელში – ცხვება 180-190*-ზე 10-12 წთ.
ცომი შეგიძლიათ გაყინოთ რამოდენიმე თვე, ან შეინახოთ მაცივარში (10) დღე.
გემრიელად მიირთვით.