ახლად დაფქვილი სუნელები, თაფლი, დამდნარი – კარამელიზირებული კარაქი, არის ახალი წლის სურნელი. ეს ცომი არის იდეალური ჯინჯერ ქუქისების, ჯინჯერის სახლის თუ სხვა საახალწლო დეკორაციების მოსამზადებლად.
ინგრედიენტები:
ფქვილი – 1 კგ
კარაქი – 250 გრ
შაქარი – 330 გრ
თაფლი – 160 გრ
კვერცხი – 3 ც
გამაფხვიერებელი – 20 გრ
შაქრის სეროფი – 250 გრ (125 შაქარი 125 წყალი)
დარიჩინი – 25 გრ
მიხაკი – 5 გრ
მუსკატი – 8 გრ
ილი – 8 გრ
ანისის ვარსკვლავი, დაფქვილი – 8 გრ
კოჭა დაფქვილი – 5 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ მიქსერში და მოვზილოთ იქამდე, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან ცომს. შევფუთოთ და დავასვენოთ. შემდეგ გავაბრტყელოთ თანაბარ სისქეზე და გამოვჭრათ სასურველი ფორმები.
გამოცხობა: 170 გრადუსი 10 – 12 წთ.
წარმატებები! ❤