კრემ ბრულე, იგივე მომწვარი კრემი, არის გამომცხვარი კრემი, გაჯერებული ნატურალური ვანილით, კარამელის კონტრასტული ფენით დასრულებული. პერსონა: 6
ინგრედიენტები:
რძე – 300 გრ
ნაღები – 200 გრ
კვერცხის გული – 8 ც
შაქარი – 130 გრ
ვანილის ჩხირი – 1 ც
მომზადების ტექნოლოგია:
კვერცხის გული და შაქარი გავთქვიფოთ მიქსერით ან ხელის სათქვეფის მეშვეობით. ამავდროულად ვანილის ჩხირიდან გამოვაცალკევოთ რბილობი. ვანილის ჩხირი და ასევე შიგთავსიც მოვათავსოთ საკონდიტრო ქვაბში რძე და ნაღებთან ერთად და ავადუღოთ.
ადუღებული მასა დავასხათ კვერცხისა და შაქრის ნაერთს, გავხსნათ ერთმანეთში კარგად და გავანაწილოთ ინდივიდუალურ რემაკინებში ( ramekins – თეთრი ფაიფურის ფორმები). რემაკინები მოვათავსოთ ღრმა კედლიან გამოსაცხობ პლაკზე, ჩავასხათ ცივი წყალი , რომ დაიფაროს რემაკინის კედლები და მოვათავსოთ ღუმელში. ვაცხობთ 150 გრ-ზე 50 წთ.
გამოცხობის შემდეგ რემაკინები გადავიტანოთ ცივ გრილ ზედაპირზე, მსუბუქად გავაგრილოთ და მოვათავსოთ მაცივარში მთელი ღამით, კარგად გაციებულზე მოვაყაროთ შაქარი და მსუბუქად მოვწვათ სპეციალური აპარატით. (მოსაწვავი აპარატი ფრნგ. შალიუმუღ).
მირთმევისას, კოვზით დააკაკუნეთ, ჩაამტვრიეთ კარამელის ფენა, შემდეგ კი ეზიარეთ გამომცხვარი ვანილის კრემის არაამქვეყნიურ გემოს 🙂
წარმატებები ❤