ველური კანოლი

img_1776ჩაროზი

პორცია: 10

მომზადების სირთულე: მარტივი

მომზადების დრო: 3 საათი

img_1649სურსათი:

კანოლის დისკი

• 125 მლ. მაყვლის მაჭარი (ან წითელი ტკბილი ღვინო)

• 135 მლ. ნეიტრალური ზეთი (მდოგვის, ყურძნის ან მზესუმზირის უბრალოდ)

• 500 გრ. 10% ცილის შემცველობის ხორბლის ფქვილი (გაცრილი)

• 5 გრ. საცხობი ფხვნილი

• 50 გრ. შაქრის პუდრა (კარამელიზაციისთვის)

• 2 გრ. გახეხილი ძირტკბილა (კარამელიზაციისთვის)

• 2 ლიტრი მზესუმზირის გაფილტრული ზეთი დისკების შესაწვავად

მწვანე პომიდვრის ჯემი

• 500 გრ. მწვანე პომიდორი

• 400 გრ. თეთრი შაქარი

• 100 გრ. ფრუქტოზა

• 3 გრ. გახეხილი ძირტკბილა

• 2 გრ. ზღვის მარილი

• 50 მლ. წყალი

მწვანე პომიდვრის ნაჭრების კონფი

• 100 გრ. მწვანე პომიდორი

• 50 გრ ფრუქტოზა

• 50 გრ. თეთრი შაქარი

• 50 მ. წყალი

• საცხობი ცვილიანი ქაღალდი

კუნელის გელი

• 500 გრ. წითელი კუნელი

• 50 გრ. ფრუქტოზა

• 200 გრ. თეთრი შაქარი

• 5 გრ. აგარ-აგარი (ჰიდროკოლოიდი)

მწვანე პომიდვრის მუსი

• 500 გრ. გაწურული მაწონი

• 150 გრ. მწვანე პომიდვრის ჯემი

ველური მაყვლის კომპოტე

• 150 გრ. მკვახე წითელი მაყვალი

• 150 გრ. მწიფე ველური მაყვალი

• 50 ფრუქტოზა

ხარისკბილას ყვავილების სიროფი

• 50 გრ. ხარისკბილას ყვავილები

• 50 გრ. ფრუქტოზა

• 50 გრ. თეთრი შაქარი

• 50 მლ. წყალი

მომზადება

1. ჯამში ჩავყაროთ ყველა პროდუქტი და მოვზილოთ მკვრივი ცომი, შემდეგ ზელვა გავაგრძელოთ მაგიდაზე, მივიღებთ მსუბუქად არაერთგავროვან ცომს. შევახვიოთ სამზარეულო ცელოფანში და დავასვენოთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთი.

შემდეგ გავაბრტყელოთ ცომი 3 მილიმეტრის სისქეზე და მოვჭრათ 12 სანტიმეტრის დიამეტრის წრეები. გავახუროთ ზეთი 180-190 გრადუსს ცელსიუსზე და ორი ქაფქირის დახმარებით ბრტყლად შევწვათ დისკები, შემდეგ გადავიტანოთ სამზარეულოს ქაღალდზე ზედმეტი წეთისგან დასაწურად. გაციებულ დისკებს დავაყაროთ თხელ ფენად შაქრის პუდრა, შემდეგ ძირტკბილა, შემდეგ ისევ შაქრის პუდრა და პრიმუსით მსუბუქად მოვბრაწოთ. გადავიტანოთ ნებისმიერი სახის კონტეინერში და გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე, სანამ ვიხმართ.

 

2. ამასობაში მოვამზადოთ კუნელის გელი. კუნელი ჩავყაროთ სოუსის ქვაბში, დავასხათ იმ რაოდენობის წყალი, რომ კუნელი 90 % ით დაიფაროს, დავდგათ დაბალ ტემპერატურაზე მოსამზადებლად. წყალი, რომ ადუღდება გადმოვდგათ, მსუბუქად ჩავჭყლიტოთ და გავატაროთ წვრილ ცხაურში. მივიღებთ 250 გრ. კუნელის წვენს. დავუმატოთ დანარჩენი პროდუქტები, გადავიტანოთ ისევ სოუსის ქვაბში და მივიყვანოთ ადუღებამდე. მასა გავაციოთ ჯერ ყინულზე და შემდეგ მაცივარში 1 საათით. გამოვიღოთ და სამზარეულოს მიქსერიში კარგად ავთქვიფოთ. შესაძლოა ნაზად დაბლენდერებაც. გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში. შევინახოთ მაცივარში.

3. მწვანე პომიდვრის ჯემისთვის დავჭრათ პომიდორი საშუალო ზომის ნაჭრებად, გადავიტანოთ სოუსის ქვაბში, დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები, დავდგათ დაბალ ტემპერატურაზე და ვამზადოთ პომიდვრის დარბილებამდე, შემდეგ დავაბლენდეროთ და გავატაროთ წვრილ ცხაურში. გავაციოთ ყინულზე. გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში. შევინახოთ მაცივარში.

4. მწვანე პომიდვრის ნაჭრების კონფისთვის პომიდორი დავჭრათ 2 მილიმეტრის სისქის ნაჭრებად, სოუსის ქვაბში გავშალოთ შაქარი და ფრუქტოზა, დავალაგოთ პომიდვრის ნაჭრები, დავასხათ წყალი, დავაფაროთ პომიდორს პერგამენტის ქაღალდი ისე, რომ უშუალოდ ეხებოდეს, დავდგათ დაბალ ტემპერატურაზე და ვამზადოთ 15 წუთი. გადმოვდგათ და ვაცადოთ აღებულ ტემპერატურას თავად მოამზადოს შემდეგ პომიდორი. შემდეგ გადავიტანოთ გაშლილ ზედაპირის მქონე კონტეინერში, სანამ გამოვიყენებთ. შევინახოთ მაცივარში.

5. მწიფე მაყვალი 100 მლ. წყალთან ერთად დავაბლენდეროთ. გავატაროთ წვრილ ცხაურში, მასა გადავიტანოთ ორთქლის აბაზანაზე მდგომ ჯამზე, დავუმატოთ დარჩენილი პროდუქტი და დავზადოთ თავად კომპოტე 60 გრადუსამდე, ამას ვიგრძნობთ როდესაც ჯამის ძირი 80-85 გრადუსამდე გახურდება, ანუ ხელის შეხებით ძალიან ცხელი არ იქნება. მასა გადავიტანოთ კონტეინერში, სანამ გამოვიყენებთ. შევინახოთ მაცივარში.

6. მუსისთვის გაწურულ მაწონს დავუმატოთ 150 გრ. უკვე მზა პომიდვრის ჯემი და ნაზად ავურიოთ შპატულათი. გადავიტანოთ ფორმა მორგებულ საკონდიტრო ტომარაში. შევინახოთ მაცივარში.

7. ყვავილები მსუბუქად წყალში გავავლოთ. გადავიტანოთ ჯამშ, დავუმატოთ დარჩნილი პროდუქტი და კარგად ავსრისოთ ხელით. შემდეგ მასა გავწუროთ მიტკლის ქსოვილში და გადავიტანოთ კონტეინერში გამოყენებამდე. შევინახოთ მაცივარში.img_1654

აწყობა

კარამელიზირებულ კანოლის დისკებზე დავსვათ პატარა მუსის ბურთები ადგილის გამოტოვებით. გამოტოვებულ ადგილებში დავსვათ კუნელის გელი.  შუაში დავასხათ პომიდვის ჯემი და დავალაგოთ რამოდენიმე სითხისგან ქაღალდზე დაწურული მაყვლის კომპოტე. მუსზე ალაგ-ალაგ დავალაგოთ პომიდვრის ნაჭრების კონფი. სასურველ თეფშზე დავდოთ ოდნავ მუსი სიმყარისთვის. ზედ დავადოთ აწყობილი ჩაროზი და დავასხათ ხარისკბილას ყვავილების სიროფი.

წარმეტებას გისურვებთ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s