მაკარონი (ნუშის ნამცხვარი)

ფრანგული მაკარონი – ნუშის ფქვილისგან მომზადებული, გარედან ხრაშუნა, შიგნით კი რბილი მინიატურული ნამცხვარი. გამომცხვარი ფერადი ფირფიტები, ერთმანეთთან დაკავშირებული კარაქის კრემით, შკოლადის განაშითა თუ სხვა, თქვენთვის სასურველი გემოების ნარევით.  13631523_10154367620939228_1677064117490649721_n

1.ნუშისფქვილი – 500 გრ

1.შაქრისფხვნილი – 500 გრ

1.კვერცხისცილა – 170 გრ

2.შაქარი – 455 გრ

2.წყალი – 182 გრ

2. ცილა – 170 გრimg_1290

მომზადების ტექნოლოგია:

1.შაქრის ფხვნილი და ნუშის ფქვილი შეურიეთ ერთმანეთს და წმინდად გაცერით. შემდეგ დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კვერცხის ცილა და კარგად აურიეთ.

2. შაქარი და წყალი მოათავსეთ საკონდიტრო ჯამში, იმისათვის რომ ვადუღოთ სეროფი 120 გრადუსზე. ( თუ ინტენსიური ფერი გვინდა, უმჯობესია სეროფშივე დავამატოთ საკვები საღებავი).   ასევე, მიქსერის თასში მოვათავსოთ ოთახის ტემპერატურის კვერცხის ცილა. დავდგათ სეროფი ცეცხლზე და ვადუღოთ, სანამ არ მიაღწევს 120 გრადუსს. შემდეგ ჩავრთოთ მიქსერი , ყველაზე სწრაფ მორევაზე და დავამაოთ შაქრის სეროფი. ვთქვიფოთ სანამ არ გაგრილდება და არ გაორმაგდება მერინგი.

3. მიღებული მერინგი, ფრთხილად შევურიოთ ნუშის ფქვილის, შაქრის ფხვნილისა და ცილის მასას.. (არ დატკეპნოთ, ვურიოთ როგორც ბისკვიტი, ქვემოდან ზემოთ) მორევისას მიაქციეთ ყურადღება, კარგად უნდა გაიხსნას ერ ორი ნაერთი ერთმანეთში, ამავდროულად არ უნდა გადავთქვიფოთ და არ უნდა გაგვითხელდეს.

მიღებული მასა, გადავიტანოთ საკრემავ ტომარაში, მილაკის მოსართავი თავით და გამოსაცხობ ქაღალდზე ან სილიკონის ხალიჩაზე დავსვათ ღილისებრი ფორმები.

როდესაც სასურველ ფორმებს დავსვამთ, გამოსაცხობი ფორმა, აუცილებლად რამოდენიმეჯერ, დავაკაკუნეთ მაგიდის ზედაპირზე (იმისათვის რომ გამოიდევნოს ზედმეტი ჰაერი და არ გაჩნდეს ბუშტუკები).

შემდეგ დავაყოვნოთ ოთახის ტემპერატურაზე 3 საათი და გამოვაცხოთ 130 გრადუსზე – 12 წთ.

დანამატების დამატება : შეგვიძლია დანამატებად გამოვყენოთ ყავის ექსტრაქტი, პღალინე, დარიჩინის ფხვნილი, ჟოლო, მარწყვი, ლიმონის ექსტრაქტები, კაკაოს ფხვნილი (და არა შოკოლადი) ამ შემთხვევაში შევამციროთ შაქრის ფხვნილის რაოდენობა.

კლასიკური მაკარონის კრემი არის კარაქისკრემი, რომლის რეცეპტიც შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე გაასვლით. ასევე, ძალიან გემრიელია შოკოლადისგანაშით.

წარმატებებს გისურვებთ ❤

6 thoughts on “მაკარონი (ნუშის ნამცხვარი)

  1. ქეთი

    ნუშის ფქვილის მომზადება ვცადე რამდენჯერმე სახლში. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს დიდხანს არ ვფქვავდი, მაინც ცხიმი გამოუშვა და ფქვილს აღარ გავდა. რას გვირჩევთ რომ სახლში ადვილად გავაკეთოთ?

    Like

    • pastryguru

      გამარჯობა ქეთი. ცხიმს როდესაც უშვებს, 3-4 დღე ოთახის ტემპერატურაზე გამოაშრეთ. (გაშალეთ კარგად , დაუფინეთ ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცები). ეს აპრობირებული მეთოდია.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s