შოკოლადის მუსი

ინგრედიენტები:

შავი შოკოლადი – 200 გრ

კვერცხის გული – 3ც

შაქარი – 130 გრ + წყალი 80 გრ (სეროფი)

ნაღები (ამოყვანილი) – 200 გრ

ჟელატინი – 2ც (5 გრ)img_1336

  • შოკოლადი უნდა იყოს მაღალპროცენტიანი (55% – 72%) და რაც შეიძლება კარგი ხარისხის. ასაწონი შავი შოკოლადი, შეგიძლიათ შეიძინოთ საკონდიტრო ინგრედიენტების მაღაზიებში.

მომზადების ტექნოლოგია:

წვრილად დაჭრილი შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე და გადავდოთ გვერძე.img_1339

ამოვიყვანოთ ნაღები , გადავიტანოთ ცალკე თასში და გავაჩეროთ. (თუ ცხელა, შევინახოთ მაცივარში).

დავალბოთ ჟელატინი ცივ წყალში და ისიც გადავდოთ გვერძე.

კვერცხის გული და სეროფისგან კი უნდა მოვამზადოთ პატა – ბომბა: კვერცხის გული მოვათავსოთ მიქსერში და პარალელურ რეჟიმში მოვათავსოთ სეროფი ცეცხლზე. როდესაც სეროფი, მიაღწევს 120 გრადუსს, მოვხსნათ ცეცხილდან და მაღალ სიჩქარეზე დავასხათ კვერცხის გულს. ვთქვიფოთ სანამ არ ამოვა , გათეთრდება და გარედან ხელის დადებაზე, თასი იქნება გრილი. პატა – ბომბის მომზადება ასევე შეგიძლიათ იხილოთ ტირამისუს მასკარპონეს მუსის მომზადების რეცეპტში.

მომზადება:

გამდნარ შოკოლადს მივაწოდოთ 50 გრ ადუღებული ნაღები. ეს იმიტომ რომ შემდეგ ეს შოკოლადის მასა იოლად შეერიოს პატა – ბომბას და არ გამაგრდეს.img_1340

შოკოლადის მასას დავუმატოთ პატა – ბომბა (კვერცხის გულისა და შაქრის სეროფის შედეგად მიღებული მუსი)

img_1343

მიღებულ მასას დავამატოთ გამდნარი ჟელატინი. ბოლოს ფრთხილად გადავურიოთ ამოყვანილი ნაღები.

img_1348

მივიღებთ, მსუბუქ, ინტენსიური შოკოლადის არომატით მუსს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სხვადასხვა ნამცხვრების ფენებს შორის, ასევე ააწყოთ ჭიქის დესერტები (ამ შემთხვევაში ჟელატინი აღარ დაგჭირდებათ) , ასევე უხდება ბრაუნს.

წარმატებეს გისურვებთ!

 

One thought on “შოკოლადის მუსი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s