ამ დესერტის მოსამზადებლად , თქვენ დაგჭირდებათ შესაფერისი სილიკონის ფორმები, ან შეგიძლიათ ერთი მთლიანი დესერტი ააწყოთ, თქვენთვის სასურველ ფორმაში.
12 ცალი ინდივიდუალური ფორმისთვის, დაგჭირდებათ : 1 პორცია შოკოლადის ჟენუაზი (დააჭირეთ ლინკს და გადახვალთ შესაბამის რეცეპტზე) ასევე დაგჭირდებათ შოკოლადის მუსი 2 პორცია , ფხვიერი ძირები – 1 პორცია.
გულსართი:
პრალინე- 50 გრ (თხილისა და ნუშის პიურე)
როიალტინი – 30 გრ.
ერთმანეთში შერეული. (სქელი მასა, წასასმელი)
აწყობა:
იწყობა ,,თავდაყირა’’. სილიკონის ჩაღრმავებულ სპეციალურ ფორმებში. ძირი და გვერდები უნდა ამოვულესოთ შოკოლადის მუსით სქლად
შემდეგ იგივე მუსით დავსვათ წვეტისებრი (საკრემავით) რომელზეც თავსდება პრალინე როიალტინის ნაზავი (გულსართი),
შემდეგ კვლავ საკრემავით შოკოლადის მასა და საბოლოოდ კვლავ დანამული (ცალ მხარეს) ბისკვიტის დისკი.
აწყობის შემდეგ, გავყინოთ მაცივარში , შემდეგ გადავასხათ გაყინულზე შოკოლადის განაში და გავუკეთოთ სასურველი დეკორი.