ტირამისუ – Tiramisù

ტირამისუ შედგება მასკარპონეს მუსისა და სავოიარდის ბისკვიტისაგან.

ეს არის ტირამისუს ინდივიდუალურად აწყობილი ვერსია, რომელიც მე ძალიან მომწონს. მისი სპეციალური ცილინდრის ფორმები , რკინის საამქრო, შპს ,,თორი”, იქ დავამზადებინე. ზოგადად რეკომენდაციას ვუწევ ამ ადგილს. მიგაქვს შენით დახაზულ, ზომებ მიწერილი მარტივი ნახაზი და ძალიან იაფად გიკეთებენ სასურველ ფორმებს. უძირო, გამოსაცხობი ფორმები ძალიან მოსახერხებელია.. ძირს არ იკრავს, შეგიძლიათ მასში გამოაცხოთ, გააგრილოთ, მასშივე ააწყოთ სხვადასხვა ფენა – მუსი – შიგთავსიანი დესერტი და ისევ გაყინოთ. 1ც 7-სმ/დმ იანი ფორმა 3,50 გადავიხადე. ახლა დავუბრუნდეთ რეცეპტს : )

1 ც საშუალო ზომის – 20 – 21 სმ/დმ იანი ფორმისთვის:

მასკარპონეს მუსი:

მასკარპონე – 250 გრ

ნაღები 33% – 250 გრ

კვერცხი – 5ც (გული)

შაქარი სეროფისთვის – 150გრ + 100 გრ წყალი

იტ.შავი ღვინო მარსალა – 25 გრ

შავი რომი – 15 გრ

ჟელატინი – 7,5 გრ (2-3 ფურცელი) –  ! თუ ტირამისუს აწყობთ ჭურჭელში, ისე, რომ შიგნით ჩატოვებთ და პირდაპირ იქიდან დაჭრით, ჟელატინი არ გჭირდებათ. მე ვიყინებ, ვინაიდან ვაწყობ ინდ. ფორმებში და როდესაც სტუმარი შეუკვეთავს, მის თეფშზე კარგად უნდა ეჭიროს თავი : )img_1155

მომზადების ტექნოლოგია

  1. ამოვიყვანოთ ნაღები, გადავიტანოთ საკონდიტრო თასში და გადავდოთ გვერდზე.
  2. თუ მას ვიყენებთ – დავალბოთ ჟელატინი ძალიან ცივ წყალში და ასევე გადავდოთ.
  3. 5 კვერცხი გამოვათავისუფლოთ ცილისგან და გულები მოვათავსოთ საკონდიტრო თასში, და უბრალოდ ერთხელ შემოვთქვიფოთ, გულები რომ გაერთიანდეს.
  4. 150 გრ შაქარს დავამატოთ 100 გრ წყალი და დავდგათ საშუალო  ცეცხლზე.IMG_6293
  5. მოვამზადოთ სიროფი 120 გრ-ზე . ეს იმას ნიშნავს, წყალმა და შაქარმა იმდენი ხანი უნდა იდუღოს, სანამ არ გასქელდება,გახდება ქარვისფერი და მზად არის. თუ თქვენ თერმომეტრი არ გაქვთ, უბრალოდ დუღილის პროცესში, უკვე რომ მომზადებისკენ მიდის, კოვზით ცოტა ამოიღეთ და ცივ წყალში ჩააწვეთეთ სეროფი, უნდა გაკეთდეს რბილი ბურთი.
  6. როდესაც მომზადდება – მიქსერით დავიწყოთ კვერცხის გულების უკიდურესად ჩქარა თქვეფა და დავამატოთ ერთ ჯერზე სეროფი, ასე გაკეთდება ბომბა. კვერცხის გულების ეს ცხელი მასა,მალევე დაიწყებს ამოსვლას , გათეთრებას და გასქელებას. (ცხელი სეროფის დამატებით , ჩვენ კვერცხის გულებში არსებული ბაქტერიები გავანადგურეთ.)  ვთქვიფოთ სანამ გარედან ხელის დადებაზე, მიქსერის ჯამი არ გაგრილდება.​​
  7. მიღებული კვერცხის გულის ბომბაში, შეგვიძლია მიქსერითვე შევურიოთ, ოთახის ტემპერატურის მასკარპონე (ყოველგვარი ბევრი თქვეფის გარეშე).
  8. შემდეგ დავადნოთ სწრაფად, ის ჟელატინი, რომელიც დავალბეთ წყალში, და კვლავ მოვურიოთ მსუბუქად მიქსერით.
  9. დავამატოთ ალკოჰოლის ნაერთი და უკვე მოვურიოთ ხის კოვზით ან მარიზით
  10. ბოლოს ასევე ხელით ემატება ამოყვანილი ნაღები.

! – გახსოვდეთ რომ მომზადებული მასკარპონეს მუსის დიდ ხანს დაყოვნება , ამოიწვევს მისი მოცულობის შემცირებას. შესაბამისად ეს კეთდება ყველაზე ბოლოს… როდესაც ყალიბი უკვე მზადაა, სანამი ადუღებული და გაგრილებულია, ფირფიტები გამომცხვარი , დანამული და ჩაფენილია : )

სავოიარდის ბისკვიტი:

ეს ბისკვიტი შეგიძლიათ როგორც თავად გამოაცხოთ ასევე იყიდოთ  გამზადებული, ჰიპერმარკეტებში მოიკითხეთ Lady Fingers.

1 ც საშუალო ზომის დისკის გამოსაცხობად, თქვენ დაგჭირდებათ ამ რეცეპტის 1/2 – დი.

ინგრედიენტები:

კარტოფილის სახამებელი – 125 გრ

ფქვილი – 125 გრ

კვერცხი – 7ც (გული და ცილა გაცალკევებული)

შაქარი – 250 გრ

მომზადების ტექნოლოგია:

ფქვილი + სახამებელი გადავურიოთ და გადავდგათ გვერდზე. კვერცხის ცილისგან და შაქრისგან ამოვიყვანოთ მერინგი. ( იგივე ბეზე)  მიღებული მერინგს შევურიოთ კვერცხის გულები, დელიკატურად, მარიზით, და დავუმატოთ ფქვილისა და სახამებელი ნაზავი.

ვურიოთ როგორც ტორტის ბისკვიტი, ზემოდან ქვემოთ, ფრთხილად. მიღებული მასა მოვათავსოთ საცხობ ქაღალდზე  იმ ფორმით, რა ფორმის ფირფიტებიც გვინდა. (თუ გვინდა ინდივიდუალური დისკები, შეგვიძლია საკრემავი ტომრით წრიულად დავსვათ და ისე გამოვაცხოთ. ასევე, შეგვიძლია მთლიან საცხობზე, დავასხათ, გადავასწოროთ , გამოვაცხოთ და შემდეგ გამოვჭრათ სასურველი ფორმები. )

უშუალოდ ღუმელში მოთავსების წინ, თითოეულ მასას მსუბუქად მოვაყაროთ შაქარი.

გამოცხობა 165 გრ 10 15 წთ.

ყავის სანამი:

150 გრ შაქარი + 100 გრ წყალი ვადუღოთ 5 წთ. ცხელშივე ჩავამატოთ ყავის ექსტრაქტი ან ხსნადი ყავა, რომ მივიღოთ მკვეთრი არომატისა და მუქი შეფერილობის სანამი.გაგრილებულზე დავამატოთ 20 გრ რომი და 20 გრ მარსალა.IMG_6284.JPG

 

ტირამისუს მონტაჟი:

მონტაჟისთვის საჭიროა ყავის სანამი, კარგად გაციებული, სავოიარდის ბისკვიტის ჩხირები, ან დისკები და მასკარპონეს მუსი.

 

გავიმზადოთ ის ფორმა , რაშიც ვაფირებთ აწყობას.  მე ვიყენებ შემოსაკრავ ლენტებს, რომლებსაც ვყიდულობ DGF -ში, მოსაშვილის #5-ში. ეს იმისათვის, რომ მასკარპონეს მუსი ფორმას არ მიეკრას და იოლად მოვხსნათ ფორმიდან.

ჩავალაგოთ სავოიარდის ძირები და კარგად დავნამოთ. შემდეგ ჩავასხათ მასკარპონეს მუსი და კვლავ დავადოთ ორივე მხრიდან დანამული ბისკვიტი. შემდეგ ისევ მუსით ამპვავსოთ და შევდგათ მაცივარში გასაციებლად.

 

მიღებული დესერტი, ჩააციეთ მაცივარში 12 საათით, ან საყინულეში 5-6 საათით.

მირთმევის წინ მოაყარეთ ექსტრა წითელი კაკაო.img_1272

წარმატებებს გისურვებთ!

One thought on “ტირამისუ – Tiramisù

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s