პორცია: 9-10 ნაჭერი
ინგრედიენტები:
კარაქი (რბილი პომადა) – 125გრ
შაქარი (უმჯობესია ყავისფერი) – 150 გრ
კვერცხი – 3 ც
შავი შოკოლადი – 200 გრ (62 % და ზემოთ)
ნიგოზი – 100 გრ
თაფლი – 1 ჩ/კ
ფქვილი – 70 გრ (თუ შოკოლადი დაბალ %-იანია, შეგვიძლია ფქვილი 50 და კაკაო 20)
მომზადების ტექნოლოგია:
კარაქი პომადა და შაქარი გავთქვიფოთ მიქსერით, უბრალოდ რომ შეერიოს კარგად. დავამატოთ კვერცხი თითო-თითო, წრიული, მსუბუქი შეთქვეფით. მიღებულ მასას დავამატოთ თაფლი და წინასწარ ორთქლზე გამდნარი შოკოლადი. ამოვურიოთ და ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ დავამატოთ ფქვილი ერთი ჩაყრით და კვლავ ამოვურიოთ მარიზით ან ხის კოვზით.
დავამატოთ მსხვილად დაჭრილი ნიგოზი. მიღებული მასა მოვათავსოთ კედლიან ყალიბში. სასურველია 14 დიაგონალის. ყალიბი სასურველია წინასწარ მსუბუქად დავცხიმოთ და მოვაყაროთ შაქარი.
გამოცხობა: 165 * – 25 წუთი.
გამოცხობის შემდეგ მიღებული ნაწარმი კარგად გავაციოთ თავისივე ფორმაში. შემდეგ შევფუთოთ ფოლგით და მოვათავსოთ 1 ღამით (8-10 სთ) მაცივარში.
დავჭრათ მართკუთხედ ან კვადრატებად და მივირთვათ ცივ მდგომარეობაში.