შვეიცარული მერინგი იმით განსხვავდება იტალიურისგან , რომ ეს არის გამოსაცხობი, ვინაიდან აქ ცილა რჩება უმად.
ამ რეცეპტით შეგიძლიათ ბევრი სახეობა გამოაცხოთ. შეურიოთ სხვადასხვა საღებავი, დასვათ სხვადასხვა ფორმები, გააკეთოთ ფირფიტები, შეურიოთ ქოქოსის ფანტელი და თხილეული.
ინგრედიენტები:
კვერცხის ცილა -200 გრ
შაქარი -400 გრ
მომზადება:
კვერცხის ცილა და შაქარი მოვათავსოთ ერთად საკონდიტრო თასში , ხელის სათქვეფით შემოვურიოთ რათა გაერთიანდეს მასა და მოვათავსოთ ორთქლის აბაზანაზე. ვურიოთ ხელის სათქვეფით წრიულად და ნელა, სანამ მასის ტემპერატურა არ მიაღწევს 45-50 გრადუსს. (როგორ შევამოწმოთ: მოხრილი თითს რომ ჩავყოფთ ამ მასაში, უნდა გვიკბინოს მსუბუქად და მზად არის) .
მოვხსნათ ორთქლის აბაზანიდან და საშუალო-მაღალ სიჩქარეზე ამოვიყვანოთ მიქსერით, სანამ ძალიან არ გასქელდება და ასევე, მიქსერის თასი გარედან შეხებაზე, უკვე უნდა იყოს გრილი.
სურვილისამებრ შევურიოთ ვანილინი, სხვადასხვა ფერები და დავსვათ სასურველი ფორმები.
გამოცხობა: 90-100 გრადუსზე 45-60 წუთი. (გააჩნია ზომებს).
შეგიძლიათ ძირზე დაკაკუნებითაც შეამოწმოთ მზად არის თუ არა.
ინახება– გრილ და მშრალ ადგილას 1 თვემდე.
2 Comments Add yours