ეს არის მარტივად მოსამზადებელი, ჰაეროვანი, გემრიელი, ლამაზი და განსხვავებული დესერტი ,,ანა პავლოვა”.
პავლოვას ბისკვიტი არის გამომცხვარი შვეიცარული მერინგი , კრემი კი შეგიძლიათ გამოიყენოთ მოხარშული კრემი ან უკეთესი ვერსია კრემ-პატისიე. (რეცეპტები არის დალინკული).
1 საშუალო ზომის პავლოვასთვის დაგჭირდებათ:
შვეიცარული მერინგის მომზადება, მითითებული რეცეპტის 1 პორცია.
კრემ – პატისიე – რეცეპტის 1 პორცია (500 მლ/ლ რძეზე)
ან მოხარშული კრემის- რეცეპტის 1/2 პორცია (ასევე 500 მლ/ლ რძეზე)
— დამატებით დაგჭირდებათ 33% და ზემოთ , ასათქვეფი, ცხოველური ნაღები 300 გრ (მაგ:პრეზიდენტი).
მომზადების ტექნოლოგია:
გამოაცხეთ მცირე ან საშუალო ზომის შვეიცარული მერინგები . ამისათვის მერინგის მასას, როდესაც სასურველ ფორმას მისცემთ, შუა გულში უნდა დატოვოთ ჩაღრმავებული, ეს ის ადგილია , სადაც კრემი უნდა მოთავსდეს.
ასევე, შეგიძლიათ გააკეთოთ, ერთი საშუალო ზომის. ამისათვის გამოაცხეთ სქელი ფირფიტები მერინგის.
მოხარშეთ რომელიმე კრემი, დააცადეთ სანამ კარგად გაცივდება, შემდეგ ამოიყვანეთ 300 გრ ნაღები და ხის კოვზით ან სპატულით გადაურიეთ კრემის მასაში. მიიღებთ კრემ-მუსის , ჰაეროვან მასას.
! პავლოვას ძალიან უხდება მომჟავო ხილი, მაგ: კენკრა ნებისმიერი. ამიტომ მე ყოველთვის ძირში (კრემამდე) ვდებ, ხილის ჯემს, რომელსაც თავად ვამზადებ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი საყვარელი ნებისმიერი ჯემი.
კონფი კი შეგიძლიათ მოამზადოთ შემდეგნაირად:
200 გრ გაყინული ან ცოცხალი კენკრა წამოადუღეთ 30 გრ შაქართან ერთად, ჩააწურეთ 1 ც ლიმონის წვენი და დაამატეთ 1 ჩ/კ კარტოფილის სახამებელი და სწრაფად ურიეთ, რომ კარგად გაიხსნას. ძალიან დაბალ ცეცხლზე მოშუშეთ 2 წთ. ვიზუალისთვის გადახედეთ ატმის მარმელადის რეცეპტს, პრინციპი იგივეა.
აწყობა:
მინი პავლოვას შემთხვევაში: გამზადებულ ძირებში მოათავსეთ ცივი კონფი, შემდეგ ამოავსეთ ბოლომდე და ცოტა კიდევ მეტად, კრემით, ზემოდან კი გააფორმეთ ცოცხალი ხილითა და პიტნით.
საშუალო ზომის პავლოვას შემთხვევაში: გამომცხვარ მერინგის ფირფიტას გადაუსვით კონფი, შემდეგ კრემი, შემდეგ ისევ ფირფიტა დაადეთ და ბოლოს კრემი. ზემოდან კი გააფორმეთ ცოცხალი ხილითა და პიტნით.
გემრიელად მიირთვით.
მერინგი როგორ უნდა მოვამზადოთ ამის რეცეპტს ვერ დაგვიწერთ?
LikeLike
გამარჯობა, რეცეპტი რა თქმა უნდა დაწერილია უკვე. ფერადი რომ არის ლინკი, შვეიცარული მერინგი- დააჭირეთ და გადახვალთ რეცეპტზე..
LikeLiked by 1 person
აქაც დავდბ : http://wp.me/p98PFy-wb
LikeLike