იმისათვის რომ მოამზადოთ halloween ქაფქეიქები, თქვენ დაგჭირდებათ ქაფქეიქის და კარაქის კრემის რეცეპტები. ასევე დაიმარაგეთ ,,ჟელი ბონები” (რომელიც ეცადეთ რომ ბავშვმა არ შეჭამოს და უბრალოდ დეკორაციად გამოიყენეთ) . ასევე, შეგიძლიათ იყიდოთ საკვები საღებავები, ნატურალური და კარგი იყიდება DGF-ში, ფხვნილის სახით. თუმცა მე, შეგნებულად, სახლში მოვამზადე და ამ ყველაფერს აქ გაჩვენებთ.
საღებავების მომზადება:
იასამნისფერის მისაღებად გამოვიღენე ბრუსელის კომბოსტო, წითელითვის – ჭარხალი. ჭარხალი გავხეხე და ცოცხლად გავწურე (საკმაოდ ინტენსიური ფერი მივიღე) კომბოსტო კი დავჭერი და ძალიან ცოტა წყალში წამოვადუღე, გაუშვა საკმაოდ მუქი ფერი. ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ კარგი მწვანე – ისპანახის ნახარშით, ყვითელი – ციტრუსის წვენით, გამოიყენეთ ასევე სტაფილო, ყავისფერის შემთხვევაში დამდნარ შოკოლადს ან კაკაოს ურევთ. არ გეგონოთ რომ კრემს ექნება ამ ინგრედიენტების გემო.
კარაქის კრემში, ამ წვენების არევამ შეიძლება გაფიქრებინოთ, რომ კრემი იჭრება, თუმცა მიქსერით როგორც კი გათქვეფთ, გასწორდება.
აწყობა:
აიღეთ გამომცხვარი ქაფქეიქები და მოათავსეთ ზედ კარაქის კრემი, სასურველი ფორმებით და დეკორაციებით.
წარმატებები!