ქაფქეიქი და მაფინი ერთი შეხედვით თითქოს ერთი და იგივეა. თუმცა, ასე არაა. მაფინების შემთხვევაში, ცომი ნაკლებად უნდა ამოფუვდეს, დამსკდარი და შიგნით ნოტიოა (ამიტომ ცომს დიდი თქვეფა არ უნდა), ქაფქეიქი კი უფრო ფუმფულაა, უფრო მეტი თქვეფა უნდა და აუცილებლად ზემოდან არის მორთული სხვადასხვა კრემით.
პორცია – 8-9 დიდი ზომის ქაფქეიქი
ინგრედიენტები:
კარაქი – 250 გრ
შაქარი ან შაქრის ფხვნილი – 250 გრ
კვერცხი – 5ც
ფქვილი – 250 გრ
გამაფხვიერებელი – 5 გრ
ვანილი ან ნუშის ექსტრაქტი – გემოვნებით
მომზადების ტექნოლოგია:
კარაქი (რბილი პომადა) , შაქარი ძალიან კარგად გავთქვიფოთ და შევათქვიფოთ კვერცხი თითო-თითოდ. ფქვილი და გამაფხვიერებელი დავამატოთ ერთ ჯერზე. ამოვურიოთ მარიზით ან ხის კოვზით. მიღებული მასა მოვათავსოთ საკრემავი ტომსიკის დახმარებით ერთჯერად ქაღალდის კესეტებში, ან სილიკონის ყალიბში.
გამოვაცხოთ 165 გრადუსზე 15-20 წთ.
!შოკოლადის ქაფქეიქებს შემთხვევაში, 250 გრ ფქვილი ნაცვლად ფქვილი 200 გრ კაკაო 50 გრ.
მიღებული ქაფქეიქები, გავაგრილოთ და მოვრთოთ სასურველი კრემით.
ქაფქეიქის კლასიკური კრემი არის კარაქის კრემი, ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ იტალიური მერინგი.
წარმატებები!
One Comment Add yours