კარაქის კრემი

თუ გინდათ რომ ტორტზე გადააკრათ ფონდანტი (ე.წ.მარციპანი) იდეალური იქნება, თუ ამ კრემით გალესავთ ჯერ. ასევე, ქაფქეიქებისა და ნებისმიერი დეკორაციებითვის. ეს არის კრემი, რომლც სიმყარეს ყველაზე მეტად ინარჩუნებს, ასევე საყნულეში ინახება თვეობით, თუმცა გაითვალისწინეთ , საკმაოდ იგრძნობა კარაქის გემო და არის ძალიან კალორიული.

ინგრედიენტები:

კვერცხის ცილა -5 ც

შაქარი – 335 გრ

წყალი – 100 გრ

კარაქი – 500 გრimg_0713

მომზადების ტექნოლოგია:

კრემი კეთდება, იტალიური მერინგი პრინციპით, უბრალოდ ბოლოსში ემატება კარაქი.

კარაქის დამატებისას, მთავარია ტემპერატურის დაცვა. მერინგი და კარაქი უნდა იყოს ერთი ტემპერატურის.

შაქარი და წყალი შევურიოთ ერთმანეთში და მოვათავსოთ გაზზე საშუალო მაღალ ტემპერატურაზე. კვერცხის ცილები მოვათავსოთ მიქსერის თასში. ჩვენ გვჭირდება შაქრისა და წყლის სეროფი, 120 გრადუსზე ასული. ამას დაახლოებით 5-6 წთ ჭირდება. თუ არ გაქვს თერმომეტრი, შეგიძლიათ პერიოდულად სეროფი კოვზით ამოიღოთ და ცივი წყლით სავსე ჭიქაში ჩაასხათ მცირედი. უნდა გაკეთდეს რბილი ბურთი. როდესაც ვატყობთ რომ სეროფი უკვე ძალიან მალე ავა 120-ზე , დავიწყოთ ცილის გათქვეფა და როდესაც მსუბუქად ამოვა, დავასხათ ცხელი სეროფი ვთქვიფოთ იქამდე სანამ მიქსერის თასი გარედან ხელის დადებაზე არ გაგრილდება.

შემდეგ 2 ჯერზე, დავამატოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი (კუბებად დაჭრილი). ისევ ვაგრძელებთ თქვეფას საშუალო სიჩქარეზე. ერთი შეხედვით კრემი დაიწყებს აჭრას, თუმცა მალევე გასწორდება, შესქელდება .ამის შემდეგ კვლავ განვაგრძოთ თქვეფა 2 წუთის განმავლობაში და კრემი მზადაა.

სურვილისამებთ შეურიეთ, ვანილი, დამდნარი შოკოლადი, ხილის პიურეები და ნებისმიერი რამ, რაც თქვენ გემოვნებას ერგება. იცოდეთ ეს კრემი და არც სხვა კრემები არ იჭრება და ეს არის მითი! უბრალოდ საჭიროა ტემპერატურის დაცვა : )

წარმატებები!

4 thoughts on “კარაქის კრემი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s