გოგრის უფქვილო ნამცხვარი

ჯანსაღი და დაბალკალორიული, აი ასეთი დესერტი რომ მოვამზადოთ, რა ტენდენციებს უნდა გავყვეთ?! ნაკლები სიტკბო, თეთრი შაქრის ნაცვლად ყავისფერი შაქარი, არომატიზატორების ნაცვლად ახლად დაფქვილი სანელებლები. გამოიყენეთ ლიმონის ფერისა და გემოს სიმდიდრე, თხილეული, დააკელით ფქვილი, ჩაანაცვლეთ იგი შვრიის ფანტელით, დაატკბეთ თაფლით..

გოგრის ნამცხვრის ეს რეცეპტი, შევადგინე ძალიან მარტივად. ვინაიდან კონკრეტული მოცემულობა მქონდა. მინდოდა ყოფილიყო სეზონური , თან ისეთი, უმეტესობას (მათ შორის მეც,ადრე) რომ გონია გოგრის დესერტი არ იქნება გემრიელი და თავს არიდებენ.. და მინდოდა ისეთი ინგრედიენტები გამომეყენებინა, რომლებიც მე ძალიან მიყვარს, იოლად მოიპოვება და საოცარ არომატს აძლევს.

პორცია: 12 ნაჭერი – 3,5X5,5 სმ-ზე img_0577

 

ინგრედიენტები:

ნამცხვრის ძირი:

შვრია – 100 გრ

გოგრის გული – 30 გრ

კარაქი – 70 გრ

ლიმონის წვენი – 1 ს/კ

ნამცხვრის ძრითადი მასა:

გოგრის პიურე – 300 გრ

ყავისფერი შაქარი – 100 გრ

თაფლი – 1 ს/კ

კვერცხი – 3ც

კრემ – ყველი – 200 გრ

(თუ გსურთ ცოტა უფრო მშრალი და ოდნავ კექსოვანი გამოვიდეს, შეგიძლიათ დაამატოთ ფქვილი – 50 გრ)

სანელებლები:

შავი რომი (ან მსგავსი რაც გაქვთ, კონიაკი..) – 10 გრ

ლიმონის წვენი და ცედრა – 1ც

დარიჩინი – 1 ჩ/კ

ვანილი (სურვილისამებრ) – 10 გრ

მუსკატის კაკალი – 2 გრ

ილი (კოჭა) ან სუნელი ან ცოცხლად გახეხილი – 2გრ

მომზადების ტექნოლოგია:

1 – პირველ რიგში, მოვამზადოთ სანელებლებისგან ესენცია. მცირე ზომის ჭურჭელში მოვათავსოთ ყველა ჩამოთვლილი ინგრედიენტი, დავასხათ ალკოჰოლი და დავაყოვნოთ იმისათვის რომ არომატები კარგად გაუჯდეს.

 

2- შემდეგ გავამზადოთ დესერტის ძირი. მე გამოვიყენე საცხობი ფორმა ზომით 18 სმX18 სმ-ზე. ფორმა დავცხიმე მსუბუქად და ძირზე გამოვაკარი საცხობი ქაღალდი. თუ თქვენ უფრო დიდ ფორმას გამოიყენებთ, რეცეპტი პროპორციების დაცვით გაზარდეთ. ელექტრო საფქვავით მსუბუქად დავფქვათ შვრიის ფანტელი, ოდნავ მოვხალოთ გოგრის კურკები და ისიც დავფქვათ, კარაქი დავადნოთ, ლიმონის წვენი მოვამზადოთ და ეს ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. მიღებული მასა ხელის გულის დახმარებით თანაბრად გადავანაწლოთ ფორმაზე, თუ მიგვეკრობა, შეგვიძლია ხელზე ზეითუნის ზეთი ოდნავ დავისხათ და გადავასწოროთ. მიღებული ძირი გამოვაცხოთ 190 გრ-ზე 5 წუთის განმავლობაში (იმისათვის რომ კარგად გაერთიანდეს).

 

3. ნამცხვრის ძირითადი მასის მოსამზადებლად, წვრილ კუბებად დავჭრათ გოგრის რბილობი და მოვხარშოთ ცოტა წყალში, ძალიან მალე იხარშება. შემდეგ ჩავჭყლიტოთ სანამ ერთიან მასას არ მივიღებთ (არ დავამატოთ არაფერი, არც მარილი, არც კარაქი) და დავდოთ გასაციებლად. img_0560

გავთქვიფოთ კრემ – ყველი, დავამატოთ შაქარი, თითო-თითოდ კვერცხი , თაფლი, ის სანელებლების ესენცია, რომელიც მოვამზადეთ და ბოლოს ხის კოვზით გადავურიოთ გოგრის პიურე.

გამოცხობა:

გავაცხელოთ ღუმელი 190 გრადუსზე. იმისათვის რომ გოგრის ნამცხვარი არ დასკდეს, ღუმელში უნდა შევქმნათ ტენიანობა. ამისათვის , ავადუღოთ წყალი, ჩავასხათ რკინის თასში და შევდგათ ცხელ ღუმელში და იქ დავტოვოთ მთელი ცხობის პროცესში.

ტემპერატურა ცხობის: – 190 გრადუსი – 12 წუთი , შემდეგ ჩამოგვყავს 160 გრადუსზე კვლავ – 12 წუთი . ამის შემდეგ დავტოვოთ გამორთულ ღუმელში 30 წუთი.

გააგრილეთ ჯერ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ მაცივარში 4-5 სთ (მე მთელი ღამით დავტოვე) და მიირთვით ცივ მდგომარეობაში.

მიღებთ ნამცხვარს, რომელიც არის ჩიზქეიქის კონსისტენციის და არის ძალიან არომატული და სასიამოვნო.

გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s