ფელამუშის ნამცხვარი

ამას წინათ, მეზობელმა, კახეთიდან დიდი რაოდენობით ყურძენი მომართვა და დავდექი გამოწვევის წინაშე, მომეხარშა ფელამუში. მე , აქამდე ფელამუში მოხარშული არ მქონდა, ვაღიარებ. თუმცა რეცეპტებს რომ გადავხედე, მივხვდი , რომ აქ სანერვიულო არაფერი იყო და გადავწყვიტე, დავალება ცოტა დამემძიმებინა და ფელამუშის ნამცხვარი გამეკეთებინა. თან იმაშიც გამოვტყდები, რომ არასოდეს მომწონდა ჩაღრმავებულ თეფშებში ჩასხმული ფელამუშების ეს ფორმა.

ეს არის ჩემეული ვერსია და ვფიქრობ ცუდი არ არის. კაკაოს თხელი ფხვიერი ძირის და შოკოლადის,თხილეულისა და ჩირების ელემენტების დამატებით, გაცილებით საინტერესო გამოვიდა. გავაკეთე როგორც 1 მთლიანი ნამცხვარი, ასევე მინი ფელამუშები.


ფელამუშის მომზადებისთვის, პირველ რიგში ყურძენი გავრეცხე, დავაბლენდერე და გადავწურე – მივიღე სუფთა და უნაკლო წვენი.

ფელამუშის ინგრედიენტები:

ყურძნის წვენი – 2ლ

შაქარი – 80 გრ

ფქვილი – 350 გრ

მომზადების ტექნოლოგია:

ყურძნის წვენში ჩავყარე შაქარი და გაცრილი ფქვილი, კარგად ავურიე და დავდგი გაზზე.

 

ფელამუშის მოსამზადებლად დამჭირდა დაახლოებით 15 წუთი. ამ პერიოდის  განმავლობაში ვურევდი განუწყვეტლივ და ვშუშავდი ძალიან დაბალ ცეცხლზე. რომ მომზადება, თვითონაც მიხვდებით ისე გასქელდება, გასინჯეთ კოვზით და გადაამოწმეთ, ფქვილის გემო რომ არ ქონდეს.

მომზადებული ფელამუში, გადავანაწილე სასურველ ფორმებში.

ფოტო N1– ფელამუშის მინი ფორმები – სილიკონის ფორმაში მოვათავსე , რომლებისთვის კაკაოს ფხვიერი ძირი წინასწარ გამოვაცხვე.

ფოტო N2 – ფელამუშის მოზრდილი (17 სმ/დმ)ფორმა – კაკაოს ფხვიერი ძირი , რომელიც მოთავსებულია ფორმაში, ზემოდან კი დავასხი ცხელ-ცხელი ფელამუში.

ორივე ფორმა, შევდგი მაცივარში გასაციებლად.

ასევე, მოვამზადე შოკოლადის განაში, რომელშიც გადავურიე დაჭრილი ქეშიუ , ნიგოზი, ფსტა და გარგრის ჩირი.

 

აწყობა:

1 – ფელამუშის მინი ფორმები

ფხვიერი ძირები ამოვავლე შოკოლადის განაშში, გვერდებზე მოვაყარე წვრილად დაჭრილი ფსტა, ნიგოზი, ქეშიუ და შევინახე საყინულეში 10 წთ, იმისათვის რომ შოკოლადი გამაგრებულიყო.

გამოვიღე მაცივრიდან , ფორმებში მოთავსებული ფელამუში და ფხვიერი ძირები. მოვხსენი ფორმებიდან ფელამუში და მოვათავსე ფხვიერ ძირებზე. (შევაერთე განაშის მეშვეობით).

N2 – ფელამუშის მოზრდილი ფორმა

გამოვიღე მაცივრიდან ფხვიერ ძირზე მოთავსებული ფელამუში, ზემოდან მოვასხი შოკოლადის განაში (თხილეულ შერეული) და მშუბუქად გადავასწორე.

გაიზიარეთ ჩემი რეცეპტი და გამოცდილება, მოამზადეთ განსხვავებულად და გაიხალისეთ ცხოვრება!

წარმატებები!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s