კარგი ფხვიერი ცომის მოსამზადებლად, ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ ცივად. ცივი კარაქი, ცივი ხელები და ცივი მაგიდის ზედაპირი ცომის დასამუშავებლად…
ეს ცომი შეგიძლიათ გამოიყენოთ შოკოლადის ტარტებისთვის, როგორც შტროიზელი (მყარი ძირი, ზედ დესერტების განსათავსებლად) და ასევე ქუქისების მოსამზადებლად.
არის ძალიან მარტივი მოსამზადებელი, ასევე ხანგრძლივად ინახება საყინულეში როგორც გაყინული ცომი, ასევე გამომცხვარი.
პორცია – 2 დიდი ტარტი ან 15 -20 ც პატარა ტარტი.
ინგრედიენტები:
კარაქი – 270 გრ
შაქარი – 200 გრ
კვერცხი – 3ც
ფქვილი – 500 გრ
კაკაო – 40 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
მიქსერის საშუალებით ავურიოთ კარაქი და შარაქი, (ბევრი თქვეფის გარეშე). დავამატოთ თითო- თითო კვერცხი და კვლავ გავთვქვიფოთ სანამ კარგად არ შეერევა. ბოლოს დავამატოთ ფქვილი და კაკაო გაცრილი და კვლავ მოვურიოთ. შეკრული ცომი გადმოვიტანოთ სამუშაო მაგიდაზე და მსუბუქად შევაერთოთ ხელით.
ცომი გავახვიოთ საკონდიტრო პლასტირში და შევინახოთ მაცივარში 30წთ-ით.
გაციებული ცომი, გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ სასურველი ფორმები და გამოცხობამდე კვლავ გავაციოთ 15 წთ.
ამ ცომით, შეგიძლიათ უმარტივესად, გემრიელი ქუქისებიც მოამზადოთ. გადაურიეთ შოკოლადის მარცვლები, მიეცით სასურველი ფორმები, გააციეთ და გამოაცხეთ.
გამოცხობა 170 გრადუსზე, 15-20 წთ.
გემრიელად მიირთვით!
One Comment Add yours