წარმოგიდგენთ მოხარშული კრემის ძირითად რეცეპტს, თუმცა ამ ბაზაზე შეგიძლიათ ძალიან ბევრი ვარიაცია. ხილის, შოკოლადის, ალკოჰოლის, ქოქოსის ფანტელის, ფსტის პასტის, პრალინესა და სხვადასხვა პიურეების დამატებით.
ასევე შეგვიძლია მოვათავსოთ ნებისმიერი კექსოვანი ნამცხვირსა თუ ტარტის შუაგულში და გამოვაცხოთ. გახსოვდეთ, რომ გამომცხვარი კრემი უფრო მეტ ხანს ინახება მაცვარში.
ინგრედიენტები:
კვერცხის გული – 4ც
შაქარი – 300 გრ (ტკბილი გამოდის,ამიტომ სჯობს 200-250)
ვანილინი
მარილი – 2 გრ
რძე – 1ლ
ფქვილი – 150 გრ
კარაქი – 30 გრ (შესადნობად)
თუ მოსართავი კონსისტენცია გვინდა კარაქი – 150 გრ შესათქვეფად.
მომზადების ტექნოლოგია:
– ვიღებთ 150 გრ შაქარს და ვაყრით კვერცხის გულს, ვთქვეფთ გათეთრებამდე
– დანარჩენი 150 გრ შაქარი და 700 მლ/ლ რძე ცხელდება (შაქარი რომ გადნეს)
– 300 გრ რძე და ფქვილი ერევა ერთმანეთს.
ათქვეფილ კვერცხს და შაქარს ემატება ნელ-ნელა ფქვილიანი რძე (მიქსერი) ითქვიფება, შემდეგ იწურება საცერში ( რომ ხორკლები არ გაუჩნდეს).
დუღილამდე მისული რძე ემატება კვერცხიან მასას და სწრაფი მორევით (ან ხის კოვზი ან ხელის სათქვეფი) ირევა სანამ არ მოიხარშება. (4-5 წთ)
–როცა გვინდა კრემში ინტენსური ლიმონის გემო, რძეს ვადუღებთ ლიმონს კანებთან ერთად (კანს უნდა გაეცალოს თეთრი ნაწილები,რომელიც ამწარებს). შემდეგ ვაცივებთ და ხელახლა ვიწყებთ წამოდუღებას კრემისთვის.
მიღებული კრემი, შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 2 დღის განმავლობაში.
გამარჯობა,რამდენი გამოდის კრემი? 12 ცალი შუსთვის ბევრი ხო არაა?
LikeLike
გამარჯობა, გააჩნია შუს ზომას. 500 გრ რძეზე გააკეთეთ (1/2 პორცია)
LikeLike