მოხარშული კრემი

წარმოგიდგენთ მოხარშული კრემის ძირითად რეცეპტს, თუმცა ამ ბაზაზე შეგიძლიათ ძალიან ბევრი ვარიაცია. ხილის, შოკოლადის, ალკოჰოლის, ქოქოსის ფანტელის, ფსტის პასტის, პრალინესა და სხვადასხვა პიურეების დამატებით.

ასევე შეგვიძლია მოვათავსოთ ნებისმიერი კექსოვანი ნამცხვირსა თუ ტარტის შუაგულში და გამოვაცხოთ. გახსოვდეთ, რომ გამომცხვარი კრემი უფრო მეტ ხანს ინახება მაცვარში.

ინგრედიენტები:

კვერცხის გული – 4ც

შაქარი – 300 გრ (ტკბილი გამოდის,ამიტომ სჯობს 200-250)

ვანილინი

მარილი – 2 გრ

რძე – 1ლ

ფქვილი – 150 გრ

კარაქი – 30 გრ (შესადნობად)

თუ მოსართავი კონსისტენცია გვინდა კარაქი – 150 გრ შესათქვეფად.

მომზადების ტექნოლოგია:

ვიღებთ 150 გრ შაქარს და ვაყრით კვერცხის გულს, ვთქვეფთ გათეთრებამდე

– დანარჩენი 150 გრ შაქარი და 700 მლ/ლ რძე ცხელდება (შაქარი რომ გადნეს)

– 300 გრ რძე და ფქვილი ერევა ერთმანეთს.

ათქვეფილ კვერცხს და შაქარს ემატება ნელ-ნელა ფქვილიანი რძე (მიქსერი) ითქვიფება, შემდეგ იწურება საცერში ( რომ ხორკლები არ გაუჩნდეს).

დუღილამდე მისული რძე ემატება კვერცხიან მასას და სწრაფი მორევით (ან ხის კოვზი ან ხელის სათქვეფი) ირევა სანამ არ მოიხარშება. (4-5 წთ)

როცა გვინდა კრემში ინტენსური ლიმონის გემო, რძეს ვადუღებთ ლიმონს კანებთან ერთად (კანს უნდა გაეცალოს თეთრი ნაწილები,რომელიც ამწარებს). შემდეგ ვაცივებთ და ხელახლა ვიწყებთ წამოდუღებას კრემისთვის.

მიღებული კრემი, შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 2 დღის განმავლობაში.

4 thoughts on “მოხარშული კრემი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s