იტალიური მერინგი არის კვერცხის ცილა ამოყვანილი 120 გრადუსზე ადუღებულ შაქრის სეროფთან ერთად. ამ ტემპერატურაზე, კვერცხში არსებული ბაქტერიები ნადგურდება, შესაბამისად იტალიური მერინგი არის გამოცხობის გარეშე. გამოიყენება ტარტებში, ქაფქეიქებში და ბევრ სხვა დესერტებში მოსართავად. გამზადებულს, შეგვიძლია კარაქი შევათქვიფოთ და შეინარჩუნებს ფორმას ძალიან კარგად. (ამ რეცეპტს წარმოგიდგენთ ცალკე).
ინგრედიენტები:
ცილა – 200 გრ
შაქარი – 400 გრ
წყალი – 220 გრ
გააჩნია რა რაოდენობისთვის გჭირდებათ. აქ მთავარია პროპორციის დაცვა. შესაბამისად გაანახევრეთ, გაამესამედეთ ან სულაც გააორმაგეთ.
მომზადების ტექნოლოგია:
შაქარი და წყალი შევურიოთ ერთად და დავდოთ სამუშაო მაგიდაზე ოთახის ტემპერატურის კვერცხის ცილა , მოვათავსოთ მიქსერის თასში. შაქრისა და წყლის ნაერთი შემოვდგათ გაზზე და დავაყენოთ საშუალო ტემპერატურაზე. როდესაც სეროფის ტემპერატურა მიაღწევს 116 გრადუსს, დაიწყეთ ცილის თქვეფა, შემდეგ მოხსენით ცეცხლიდან 120 გრადუსზე ასლი სეროფი და უწყვეტად ჩაამატეთ ცილაში და თან მაღალ სიჩქარეზე თქვიფეთ, რომ ცილა არ მოიხარშოს.
ვთქვიფოთ და დაველოდოთ იქამდე, სანამ მასა არ გაცივდება. მიღებული მერინგი შეგვიძლია გამოვიყენოთ უმად, მოსართავად. (არ ხმება). შეგვიძლია შევურიოთ ყავის ექსტრაქტი.
თუ არ გვაქვს სამზარეულოს თერმომეტრი:
! – სიროფი 120* – ტემპერატურას ვამოწმებთ შემდეგნაირად: გამჭირვალე ჭიქა, წყლიანი, 1 წვეთ სიროფს ამოვიღებთ და კოვზით ვასხამთ, უნდა იყოს რბილი ბურთი, არა მტვრევადი.
! – მერინგს არ ჭირდება ბევრი თქვეფა. როდესაც გაცივდება და ამოვა, მზად არის.
ცილა რომ არ ავწონოთ რამდენი კვერცხისგან გამოდის დაახლოებით 200 გრამი?
LikeLiked by 1 person
მადლობა სალომე კომენტარისთვის.
კვერცხის ცილა არის საშუალოდ 30 გრ, ხოლო გული 20 გრ. შესაბამისად 200 გრ ცილა არის 6-7 კვერცხი.
LikeLike