ყველა ქვეყანაში ბრიოშს სხვადასხვა ვარიაციებით აკეთებენ. პოლონეთის შემთხვევაში, ეს არის ბრიოში უკვე დესერტის ფორმით. რომელსაც აქვს ხილით გაჯერებული მოხარშული კრემის ფენები, კარგად დანამულია ალკოჰოლით, გარედან კი იტალიური მერინგით და ნუშის ფურცლებით არის დაფარული.
მომზადებისას , მეც პირველად დავაგემოვნე ბრიოშის ეს ვერსია. ეს არის კარგად დანამული, ცივი, ცოცხალი მარწყვის კრემით, ძალიან ნაზი და მსუბუქი დესერტი.
ვფიქრობ საკმაოდ პრაქტიკული რეცეპტიც არის ბულანჟერია/საკონდიტროებისთვის და ალბათ აქედანაც დაიბადა. ის ბრიოშები რომელიც არ გაიყიდება, მეორე დღეს გაჭრით, კრემს და ხილს დაუმატებთ და სრულიად ახალი დესერტი მზად არის!
მომზადებისთვის , იხილეთ ნორმანიული ბრიოშის რეცეპტი და მოხარშული კრემის რეცეპტიდა იტალიური მერინგის რეცეპტი.
10 ბრიოშის აწყობისთვის დაგჭირდებათ ბრიოშის მოცემული რეცეპტის 1 პორცია, მოხარშული კრემის ნახევარი პორცია (400-500 მლ/ლ რძეზე) და იტალიური მერინგის ნახევარი პორცია.
სანამ კრემს მოხარშავთ, მოამზადეთ ხილი.
დაჭერით სასურველი ხილი წვრილ კუბებად, ზომიერად მოაყარეთ შაქარი, მოასხით ალკოჰოლი. უხდება ლიქიორი ხილის. მე გამოვიყენე პოლონური , კრენკრის ლიქიორი.
როდესაც კრემი მოიხარშება, ცხელშივე შეურიეთ 10-15 გრ ლიქიორი და ხილი, გადააკარით საკონდიტრო პარკი და დააცადეთ რომ გაგრილდეს.
ასევე მოამზადეთ შაქრის სეროფი. შაქარი და წყალი 1×1 ზე , მაგ 100 გრ შაქარს დაასხით 100 გრ წყალი და ადუღეთ 3-4 წთ.
აწყობა:
ბრიოშები გაჭერით 3 ნაწილად, დანამეთ სულ ძირები და მოათავსეთ ზედ კრემი, შემდეგ დანამეთ ძალიან კარგად შემდეგი ფენა და კვლავ კრემი მოათავსეთ, დაადეთ საბოლოო ქუდები, რომელიც ყველაზე კარგად დაასველეთ და შეინახეთ საყინულეში 20 წთ-ით.
ამასობაში მოამზადეთ იტალიური მერინგი ნახევარი პორცია.
დასრულება/გამოცხობა:
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. წაუსვით იტალიური მერინგი ნახევრად გაყინულ ბრიოშებს და მოაყარეთ ნუშის ფურცლები. შედგით მოსაბრაწად დაახლოებით 5 წუთით. სულ უყურეთ და თვალით არეგულირეთ როგორი ფერი გინდათ რომ გახდეს.
შეინახეთ მაცივარში რომ კრემი და სანამი კარგად შეიწოვოს დესერტმა. მიირთვის ცივ მგომარეობაში.
წარმატებები!