საკმაოდ არომატული და ნაკლებად ტკბილი მაფინები, რომლებსაც ცოცხალი , გახეხილი შინდი ძალიან მოუხდა.
პორცია 10-12 ც საშუალო ზომის.
ინგრედიენტები:
კარაქი (რბილი) – 100 გრ
თეთრი ან ყავისფერი შაქარი – 150 გრ
კვერცხი – 2 ც
რძე – 200 გრ (მსუბუქად თბილი)
ფქვილი – 210 გრ
გამაფხვიერებელი – 5 გრ
შინდი ცოცხალი (თუ სეზონია) ან გაყინული – 300 გრ
მინდა დარწმუნდეთ თუ როგორი მნიშვნელოვანია ხილის კუთხით, სეზონის მაქსიმალურად გამოყენება. გარდა იმისა რომ ზუსტად იმის მიხედვით უნდა აკეთოთ დესერტებიც და სადილებიც რისი სეზონიცაა, ასევე უნდა გაიკეთოთ მარაგები. მარაგების ყველაზე ჯანსაღი გზა კი, მხოლოდ მისი გაყინვაა. მიტ უმეტეს მჟავე ხილი, ყველაზე ადვილად იყინება და გადნობისას ფორმას არ კარგავს.
- მაფინს არ უნდა ბევრი თქვება. გარედან დამსკდარი და მადისაღმძვრელი რომ გამოვიდეს, მსუბუქად უნდა გადავურიოთ ინგრედიენტები ერთმანეთს. თხევადი ინგრედიენტები შეგვიძლია მიქსერით, ხოლო როდესაც ფქვილს და მშრალ ინგრედიენტებს ჩავამატებთ, ხის კოვზით ან მარიზით ამოვურიოთ სანამ არ გაერთიანდება.
მომზადების ტექნოლოგია:
კარაქი და შაქარი გავთქვიფოთ მსუბუქად, შემდეგ შევურიოთ კვერცხი, თბილი რძე და ფქვილი,გამაფხვიერებელი ჩავყაროთ ერთ ჯერზე. ამოვურიოთ ხის კოვზით სანამ არ გაერთიანდება, დავუმატოთ გახეხილი შინდი, კვლავ ამოვურიოთ მსუბუქად.
მიღებული მასა საკრემავი პარკით, ჩვეულებრივი ან ნაყინის ამოსაღები კოვზით მოვათავსოთ ერთჯერად ქაღალდის კესეტებში / სილიკონის ფორმებში, გემოვნებით მოვაყაროთ შოკოლადის მარცვლები და გამოვაცხოთ.
გამოცხობა : 165 გრ. 15-17 წთ.
მაფინები შეგიძლიათ მოათავსოთ , სამზარეულოს ერთჯერად პარკებში და გაყინოთ 1 თვის განმავლობაში. მირთმევის წინ, 1 საათით ადრე საჭიროა გამოიტანოთ ოთახის ტემპერატურაზე. თუ სწორად და კარგად შეინახავთ, თქვენ ვერ განასხვავებთ მას, ახალი გამომცხვარისგან.
წარმატებებს გისურვებთ!