დარიჩინის ფუნთუშები

აცივდა და სხვა რა უნდა მოგინდეს, თუ არა ტკბილი, დარიჩინიანი ფუნთუშების გემო და სურნელი, რომელსაც სახლში სიმყუდროვე , სითბო და ბედნიერება შემოაქვს.სიტყვებით ძალიან ძნელია ამის გადმოცემა, ეს არის ჩემი ფავორიტი ფუნთუშა, ნამდვილად ღირს ეს ბედნიერება დაგროვებულ კალორიებად. ასევე,  არის ძალიან მარტივი, საკმაოდ დაბალბიუჯეტური მოსამზადებელი.

ერთ-ერთი განსაკუთრებული და ჩემთვის საამაყო დეტალი კი ის არის, რომ გამოვიყენე საკუთარი , ქიშმიშის ბაზაზე, სახლში მომზადებული საფუარი და საბოლოოდ დავრწმუნდი მის უპირატესობაში. ის დისკომფორტი რაც მოსდევს ნაყიდ საფუარს, აბსოლუტურად არ შეგაწუხებთ ამ შემთხვევაში.

ცომის შემთხვევაში, მე გამოვიყენეკრუასანისრადგან თქვენთვის ვამზადებდი კრუასანს, გავყავი ცომი და ნაწილით ეს ფუნთუშები გავაკეთე, მცირედი ცვლილებით.

  • მოზილეთ კრუასანის ცომი, 250 გრ – ფქვილის პროპორციებზე, საფუარი თუ  სახლში მომზადებული გაქვთ – 50 გრ შეურიეთ, მშრალი გრანულებიანის შემთხვევაში – 5 გრ. ერთადერთი სხვაობა კრუასანის ცომის მომზადებისგან არის ის, რომ კრუასანის შემთხვევაში, კარაქს ვიყენებთ ცომის დასაფენოვნებლად, აქ კი, მიქსერში ვურევთ რბილ კარაქს (125 გრ). კარაქი ერევა ბოლოს, როდესაც ცომი მიქსერში უკვე გაერთიანდება. ასევე ვამატებთ 1 ჩ/კ დარიჩინს. (შეგვიძია და მოუხდება 1 ც ლიმონის ცედრა).
  • ცომის დაყოვნება. სახლში მომზადებული საფუარის შემთხვევაში , ცომი გაცილებით ნელა ამოდის ვიდრე მშრალი საფუარის დროს. 1 შემთხვევაში 7-8 საათი შეიძლება დაგჭირდეთ. ანუ ღამე ტოვებთ ცომს ოთახის ტემპერატურაზე და დილით გხვდებათ საოცრად ფუმფულა და გაორმაგებული. 2 საფუარის შემთხვევაში დაგჭირდებათ დაახლოებით 1,5 სთ. როდესაც ცომი გაფუვდება, ორივე შემთხვევაში, გადაზილეთ მსუბუქად და დააცადეთ სანამ კვლავ ამოვა. ეს პროცესი უკვე სწრაფია. აქაც დააკვირდით, როდესაც კვლავ ამოვა მზად არის.
  • გულსართის მომზადება:ყავისფერი შაქარი – 80 გრ

დარიჩინი – 10 გრ

კარაქი რბილი – 15 გრ

რძე – 2-3 ს/კ

აურიეთ მოცემული ინგრედიენტები, რძე შეათბეთ და ცოტაოდენი დაამატეთ სანამ სასურველ კონსისტენციას არ მიიღებთ. (თუ სქელია, მეტად შეათბეთ მთლიანი მასა, მაგ: მიკროტალღურ ღუმელში, თუ გაგითხელდათ, ყავისფერი შაქარი დაამატეთ)

ცომის გაბრტყელება/გადახვევა:

მაგიდის ზედაპირს ფქვილი მოვაყაროთ, გადმოვიტანოთ ცომი, რომელიც ასევე, თუ შევატყეთ რომ ოდნავ თხელია, ფქვილი მოვაყაროთ. გავაბრტყელოთ დაახლოებით 1,5 სმ სისქეზე. არ უნდა იყოს ძალზედ თხელი, რომ გულსართი კარგად დაიჭიროს და იოლად გადავახვიოთ.

გადახვეული ცომი, დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად და ჩავალაგოთ გამოსაცხობ ფორმებში ერთმანეთის გვერდიგვერდ, არც ისე მჭიდროდ. შემდეგ გადავაფაროთ ერთჯერადი საკონდიტრო პარკი და დავაყოვნოთ 1 სთ.

img_0022

გამოვაცხოთ 180 გრ-ზე, 20-25 წთის განმავლობაში, გავაკეთოთ ორთქლისაბაზანა (იხილეთ კრუასანის გამოცხობის ტექნიკა).

პრიალა და ტკბილი მინანქრისთვის, 40-50 გრ შაქრის ფხვნილს, თვალის ზომით შევურიოთ ცივი რძე. მოვურიოთ და დავფაროთ ფუნთუშა.

გახსოვდეთ , რომ ნამდვილი დარიჩინის ფუნთუშა, შიგნით უნდა იყოს ნოტიო და დნებოდეს პირში.

გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s