კრუასანი

კრუასანის მომზადებაში, გასაღები არის, ცომის სწორი დაფენოვნება, ტემპერატურული რეჟიმის გათვალისწინება, მოთმინება და ცომის პატივისცემა. ამ რეცეპტის მეშვეობით, შეძლებთ, სახლის პირობებში, ფრანგულ ბულანჟერიებთან მიახლოებული კრუასანი მოამზადოთ, ამას გპირდებით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე! 🙂

პორცია – 48 ცალი, საშუალო ზომის.

ინგრედიენტები:

ფქვილი – 1 კგ

შაქარი – 100 გრ

მარილი – 7 გრ

გრანულებიანი საფუარი – 20 გრ

რძის ფხვნილი – 30 გრ

წყალი – 550 გრ (ონკანის)

კვერცხი – 1 ც

კარაქი – 500 გრ (დასაფენოვნებლად)

img_9847

მომზადების ტექნოლოგია:

მიქსერის ჯამში მოვათავსოთ ზემოთ ჩამოთვლილი მშრალი ინგრედიენტები. წყალი , რძის ფხვნილი და კვერცხი კი ერთად კარგად მოვურიოთ და ეს მასაც დავამატოთ მშრალ ინგრედიენტებს. მიქსერის ცომსაზელი ჩხირებით, მოვზილოთ ცომი (10-15 წთ), ცომი უნდა იყოს ერთგვაროვანი, და გვერდებზე არ უნდა ეკრობოდეს.

 

შევფუთოთ სამზარეულოს პარკით და გავყინოთ 3-4 საათით ან უმჯობესია 1 ღამით. გაყინული ცომი, დავაბრუნოთ ოთახის ტემპერატურაზე, რათა შევძლოთ მისი დამუშავების დაწყება.

მაგიდის ზედაპირზე, მოვაყაროთ ცოტაოდენი ფქვილი, მოვათავსოთ ოთახის ტემპერატურაზე ოდნავ გრილი ცომი, დანის მეშვეობით გავჭრათ ცომი ჯვრის ფორმით , გადავუწიოთ გაჭრილი კუთხეები და საბრტყელებლით მივცეთ ოთხკუთხედი ფორმა. პარალელურად, ოთახის ტემპერატურის კარაქსაც უნდა მივცეთ ოთხკუთხედი ფორმა, იმისათვის რომ მოვათავსოთ ცომზე. ეს ტექნოლოგიები იხილეთ ფოტოკოლაჟზე.

 

მას შემდეგ რაც კარაქს მოვათავსებთ და გვერდებსაც მჭიდროდ გადმოვუკეცავთ, ცომი გავაბრტყელოთ, იმისათვის რომ კარაქი კარგად გადანაწილდეს, (არ დავაწვეთ ძალიან, რომ კარაქი არ გამოვიდეს) პარალელურად გვახსოვდეს მაგიდის ზედაპირზე ფქვილის მოყრა. 1)შევასრულოთ დაფენოვნება (პირველი მარტივი გადაკეცვა).

 

დამუშავებული ცომი, გავახვიოთ ერთერად პარკში ან გრინში (იმისათვის რომ მაცივარში არ გამოშრეს) და დავასვენოთ მაცივარში 1 სთ ან (თუ ძალიან, ძალიან გეჩქარებათ) საყინულეში 30 წთ. დასვენების შემდეგ კვლავ გავაბრტყელოთ და 2) შევასრულოთ მეორე მარტივი გადაკეცვა , იგივენაირად. დავასვენოთ კვლავ იგივე მეთოდით. 3)იგივე პროცედურა გავაკეთოთ მესამე გადახვევაზე ოღონდ უკვე რთული გადაკეცვა.

 

დაფენოვნების შემდეგ, ცომი იგივე მეთოდით დავასვენოთ, შემდეგ გავაბრტყელოთ მსუბუქად და შეგვიძლია გავჭრათ შუაზე (მე ასე ვაკეთებ, მიადვილდება 2 პატარ-პატარა ცომის დამუშავება) დანის და პიცის საჭრელის მეშვეობით გამოვჭრათ სამკუთხედის ფორმის ნაჭრები, ხელით სიგანეზე და სიგრძეზე მსუბუქად გავწელოთ თითოეული, გადავახვიოთ ძალიან მჭიდროდ, მოვათავსოთ საცხობ ფორმაზე და გადავაფაროთ კვლავ პარკი ან გრინი. შემდეგ დავუცადოთ რომ ისევ ამოვიდეს ცომი, (გააჩნია ოთახის ტემპერატურას, საშ. 23 გრადუსზე, ცომი ამოვა დაახლოებით 2 საათში) გადავუსვათ კვერცხის გული (იხილეთ ქვემოთ რეცეპტი) და გამოვაცხოთ.

 

კვერცხის გულის ოქროსფერი ბრწყინვალების რეცეპტი

2 ც. კვერცხის გული, მწიკვი მარილი, მწიკვი შაქარი და დაახლოებით 2 ჩ/კ ნაღები/რძე/წყალი, გადავურიოთ ერთმანეთში. შეგიძლიათ მხოლოდ კვერცხის გული, თუმცა ასეთ პრიალა და ოქროსფერ შედეგს ვერ მიიღებთ.

პურ – ფუნთუშეულის გამოსაცხობათ, იყენებენ ღუმელს, რომელსაც აქვს ორთქლის გამოშვების ფუნქცია. ორთქლი უზრუნველყოფს ცომის შუა გულიდან კარგად აფუებას. ვინაიდან სახლში ასეთი ღუმელი თითქმის არავის აქვს,ჩვენ კი ბულანჟერიის შედეგი გვინდა, ვაცხობთ შემდეგნაირად:

1 – ღუმმელი აგვყავს 180 გრ-ზე

2-ვადუღებთ წყალს და ვასხამთ რკინის თასში

3-ერთდროულად ვდგამთ ღუმელის შუა განყოფილებაში კრუასანებს, ხოლო სულ ძირზე მდუღარე წყლით სავსე ჯამს.

4- როდესაც შეატყობთ რომ კრუასანები იწყებს გაოქროსფერებას (8-10 წთ-ის შემდეგ) ღუმელი ჩამოგყავთ 160 გრადუსზე და აცხობთ კიდევ 10 წუთი. ამ დროს შეგიძია კიდეც კრუასანები შემოატრიალოთ ( ვინაიდან უმეტესობა ღუმელების, თანაბრად ვერ აცხობს)

ცხობის დრო, უმჯობესია თვალით დაარეგულიროთ, კრუასანებმა უნდა მიიღოს მადისაღმძვრელი ფერი.

 

კრუასანი არ არის ტკბილი, ვინაიდან სურვილისამებრ შეძლოთ შოკოლადის კარაქთან, ხილფაფებთან, თაფლთან თუ ყველთან და ძეხვეულთან ერთად მირთმევა.

img_9976

vualá

2 thoughts on “კრუასანი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s