ჟელატინი იყიდება 2 სახის, ფირფიტა და ფხვნილი. მათ შორის სხვაობაარის მხოლოდ სიძლიერეში. ჟელატინის ფირფიტა უფრო ძლიერად მოქმედია, შესაბამისად ნაკლები გვჭირდება, ფხვნილი – პირიქით.
ჟელატინი უნდა დალბეს ცივ წყალში, გამოყენებამდე 5-7 წუთით ადრე.
ფირფიტა – დამბალი ფირფიტა, ხელით უნდა გავწუროთ და დავადნოთ, სანამ გამჭირვალე არ გახდება.
რჩევა – როდესაც გვინდა დესერტი მალე გამაგრდეს, ან სითბოში უნდა იდოს და გვეშინია არ ჩამოდნეს, ასეთ შემთხვევაში , ჟელატინის დოზა უნდა გავზარდოთ.
ფირფიტა 1 ლიტს კრემის მასაზე – გამოიყენება 30 გრ.
ფხვნილი – აქ სხვაობა დალბობაშია, ფხვნილს ვასხამთ იმდენ ცივ წყალს რომ თავი დაფაროს და ვაყოვნებთ 5-7 წთ. შემდეგ არ ვწურავთ, პირდაპირ ვადნობთ.
მის დოზას დაზუსტებით ვერ დავწერ, ვინაიდან ბაზარზე შეიძლება ბევრნაირი ფხვნილი შეგვხვდეს და ინდივიდუალურია (ამიტომ მე ფირფიტას ვამჯობინებ). დაახლოებით 5 გრამით მეტი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგ: თუ რეცეპტში წერია 10 გრ ფირფიტა , გამოიყენეთ 15 გრ ფხვნილი.
ფ
One Comment Add yours