მარტივი, გამოცხობის გარეშე და ძალიან გემრიელი.
ორეოს ძირი, ხრაშუნა სტრუქტურას, და მძაფრი კაკაოს გემოს იძლევა, რძის ნაწარმის მუსი არის ჰაეროვანი და გემრიელი, ატმის მარმელადი კი მოტკბო/მომჟაო.
რეცეპტით – მზადდება 13 პერსონაზე (2,5 სმ ნაჭერი), საცხობი ფორმა – 17 დმ.
თუ უფრო დიდი ზომის ფორმა გაქვთ და დესერტიც უფრო მაღალი გსურთ გამოვიდეს, მოცემული რეცეპტის ყველა პუნქტი გააორმაგეთ.
ატმის მარმელადი:
ატამი – 4-5 ც (საშუალო ზომის)
შაქარი – 50 გრ
ლიმონი – 1ც
ფორთოხალი – 1ც
შავი რომი – 20 გრ
კარტოფილის/სიმინდის სახამებელი – 15 გრ
სქელ ძირიან ტაფაზე ან ქვაბში მოვათავსოთ: კუბებად დაჭრილი ატამი, შაქარი, ლიმონის და ფორთოხლის წვენი ((შეგიძლიათ 150 მლ/ლ ციტრუსის ნატურალური მზა წვენიც დაამატოთ) მეც ასე მოვიქეცი, ვინაიდან სითხე დამაკლდა. ), შავი რომი, მოათავსეთ, თავზე დაახურეთ და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე სანამ კარგად არ ჩარბილდება ატმები (დაახლოებით 15 – 20 წთ). როდესაც მოიხარშება, დაამატეთ სახამებელი (იმისათვის რომ მასა შეიკრას და დესერტის თავზე კარგად გაჩერდეს) -!სახამებელი როდესაც ცხელ მასაში ირევა, მომენტალურად იკვრება, ასე რომ ძალიან სწრაფად უნდა ურიოთ , რომ მექანიკურად გახსნათ სახამებელი ამ მასაში. მოშუშეთ მარმელადი ცეცხლზე 3-4 წთ-ის განმავლობაში და გადაიტანეთ ცალკე თასში შესაგრილებლად.
- რჩევა – თუ სახამებელი ისე დაეტყო თქვენს მარმელადს (ბურთებად შეკრული) და ვერაფერს უხერხებთ, აიღეთ საცერი, და გადაწურეთ მარმელადი. ბურთებივით შეკრული სახამებლის ნაწილაკები საცერზე დარჩება. შემდეგ ისევ ერთად ჩაურიეთ რბილობი და სითხე.
ორეოს ძირი:
ორეო – 200 გრ
დამდნარი კარაქი – 70 გრ
რძის ნაწარმის მუსი:
კრემ – ყველი – 250 გრ
არაჟანი – 150 გრ
ნაღები 33 % (ამოყვანის გარეშე) – 300 გრ
შაქრის ფხვნილი – 110 გრ
ჟელატინი – 10 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
პირველ რიგში დაალბეთ ჟელატინი: ჩემი ჟელატინი, რომელიც ვიყიდე ბონა – სერა-ში, თითო ფურცელი არის 3,5 გრ-იანი, არსებობს 2,5 გრ-იანებიც კომპანია DGF-ის.ასე რომ, აწონვის გარეშე, ავიღე 3 ფურცელი, და ჩავალბე ძალიან ცივ წყალში. (ყოველთვის როცა რეცეპტში ჟელატინი ურევია, პირველ მოქმედებად, ვაკეთებთ ჟელატინის დალბობას.)
ასევე, თუ გვაქვს საფქვავი, შეგვიძლია ფხვნილი არ ვიყიდოთ და სახლში მოვამზადოთ.
შევურიოთ ოთახის ტემპერატურის კრემ – ყველი, არაჟანი და შაქრის ფხვნილი ერთმანეთს ხელის სათქვეფით/ ხის კოვზით. შემდეგ გავწუროთ დამბალი შელატინი (რომ მოცილდეს ზედმეტი წყალი) და დავადნოთ დაბალ ცეცხლზე (წამიერად დნება) სანამ გამჭირვალე არ გახდება.
გავაგრძელოთ მუსის მომზადება და ჩავამატოთ ნაღები. ამ მასიდან ცოტა ამოვაკლოთ და გადავურიოთ დამდნარ ჟელატინს, მომენტალურადვე ჟელატინიანი მასა დავაბრუნოთ მუსში და კარგად შევურიოთ. (ჟელატინი პირდაპირაც შეიძლებოდა რომ მუსში გაგვერია, თუმცა ცხელი ჟელატინი, ცივ მასაში როდესაც ერევა, უცებ მაგრდება და შეიძლება ნაწილაკები გაეკეტებინა, ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით, ჯერ ჟელატინში გადმოვიტანეთ ეს მასა.)
აწყობა:
წინასწარ გაციებულ ორეოს ძირზე, მოვათავსოთ მუსის მასა მთლიანად და შევდგათ მაცივარში (7-8 სთ) ან საყინულეში (2-3 სთ)
შუალედში, შევამოწმოთ, როდესაც შემაგრდება, გამოვდგათ, თანაბრად გადავანაწილოთ თავზე მარმელადი და შევაბრუნოთ მაცივარში, სანამ ბოლომდე არ გამაგრდება.
საჭიროა ააწყოთ ისეთ ფორმაში, რომელსაც შემდეგ იოლად შემოხსნით გვერდებს.
გაუკეთეთ დეკორაცია (ცოცხალი ხილი, ორეო) და მიირთვით ცივ მგომარეობაში.
One thought on “ორეო ჩიზ – ქეიქი ატმის მარმელადით”