ბრეტონული ფხვიერი ტარტი

იდეალურია ეს ცომი, იმისათვის რომ ზედ განვათავსოთ კრემი და ცოცხალი ხილი.

პორცია: 15-17 ც ინდივიდუალური ძირი ხოლო 2ც 17 სმ დიამეტრის ძირი.

ბრეტონული ფხვიერის ინგრედიენტები:

კარაქი – 200 გრ

შაქარი – 200 გრ

კვერცხი გული – 4ც (80 გრ)

ფქვილი – 250 გრ

გამაფხვიერებელი – 5 გრ (1ჩ/კ)

!ეს არის კლასიკური ჩიზქეიქის ძირიც. ამისათვის ფხვიერ ცომს უნდა დავუმატოთ, სანელებლები : დარიჩინი, მიხაკი, შავი ვანილი, ფქვილი – 210 გრ + 40 გრ კაკაო.

მომზადების ტექნოლოგია:

მიქსერით გავთქვიფოთ კარაქი, რბილი პომადა და შაქარი. მიღებულ მასას დავუმატოთ კვერცხის გული. ერთ ჯერზე. შევურიოთ მსუბუქად. შემდეგ დავამატოთ ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთ ჯერზე და ხის კოვზით.

მიღებული ხომი შევფუთოთ და მაცივარში შევდგათ 40 წთი-თ.

კარგად გაციების შემდეგ, ცომი გავაბრტყელოთ (ძალიან თხლად არა, დაახლოებით 1,5 სმ სიმაღლე) , გამოვჭრათ სასურველი ფორმები და ფორმიდან ამოუღებლად, შევაბრუნოთ მაცივარში 15 წთ-ით.

გამოცხობა:

ბრეტონული ფხვიერი ცომი, უნდა გამოცხვეს ფორმებში, ვინაიდან მისი ხიბლია, რომ გაიკეთს მოოქროსფრო გვერდები.

IMG_6726

! საუკეთესო ცომის მისაღებად მნიშვნელოვანია თქვეფისა და გადარევის პროცესები იყოს ხანმოკლე.

გამოცხობა – 165 გრ 20-25 წთ. (ზომაზე დამოკიდებული)

!ბრეტონული ფხვიერი ცომი არასოდეს ცხვება ყალიბის გარეშე.

რეზერვაცია – გამომცხვარი დისკები შეგვიძლია შევინახოთ მუყაოს ყუთში 4-10 გრადუსზე,  2 კვირამდე.

აწყობა:

გამომცხვარ გაგრილებულ ფხვიერ ძირს, საკრემავი ტომრით დავადოთ კრემ – პატისიე და სასურველი ხილი.

 

3 thoughts on “ბრეტონული ფხვიერი ტარტი

    • pastryguru

      რბილი და მაგარი პომადა, ხშირად ასე აღწერენ კარაქს რეცეპტებში.
      1.მაგარი პომადა არის, როდესაც კარაქი თითის დადებაზე შეიცვლის ფორმას, თუმცა ძირითადი ნაწილი უდრეკად დარჩება. მაგარი პომადა გვხვდება ძირითადად ფხვიერი ტარტის (სადაც კარაქი ფხვილში ძალიან არ უნდა გადაიზილოს) და ორცხობილების ცომებში.
      2.რბილი პომადა კი არის, როდესაც კარაქი დარბილებულია თითქმის კრემის კონსისტენციამდე და პრიალებს. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ მიკროტალღური ღუმელის მეშვეობით. 10 წამიანი შუალედებით, (პერიოდულად ამოურევთ) არ უნდა დაგვიდნეს. / ან ოთახის ტემპერატურაზე იმდენ ხანს გავაჩეროთ სანამ ძალიან არ დარბილდება. რბილი პომადა ძირითადად გვჭირდება ფუმფულა კონსისტენციის მისაღებად.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s