მსუბუქი და მარტივად მოსამზადებელი კრემი, რომელიც შეგიძლიათ მარტივი ნამცხვრის ფენებს შორის გამოიყენოთ.
ინგრედიენტები:
არაჟანი – 500 გრ
შაქრის ფხვნილი ან შაქარი – 300 გრ
ჟელატინის ფირფიტა – 20 გრ
ამოყვანილი ნაღები – 500 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
დავალბოთ ჟელატინი ცივ წყალში. არაჟანი და შაქარი (ან პუდრა) მოვათავსოთ საკონდიტრო თასში და მსუბუქად მოვურიოთ. პარალელურ რეჟიმში ამოვიყვანოთ ნაღები და გადავდოთ გვერძე. გავადნოთ ჟელატინი (გავწუროთ და დაბალ გაზზე მოვათავსოთ თან ვურიოთ) გამდნარი ჟელატინი, ნელ-ნელა გადავურიოთ იგივე არაჟანსა და პუდრს. მიღებულ მასას , ძალიან თქვეფის გარეშე, მარიზის ან ხის კოვზის მეშვეობით გადავურიოთ ამოყვანილი ნაღები.