მოკლე დროში მოსამზადებელი, განსხვავებული და გემრიელი დესერტი.
10-12 პერსონაზე.
ბაზა ამ რეცეპტის არის კლასიკური კრეპის ცომი, რომელიც შეგიძლიათ გამოაცხოთ და უბრალოდ ხილთან, თაფლთან, რძის ნაწარმთან ერთად მიირთვათ.
თუმცა, ასევე შეგიძლიათ, მარტივი ნაღების კრემის და სასურველი ხილის დამატებით, მშვენიერ მარტივ ტორტად აქციოთ.
ინგრედიენტები:
რძე – 650 გრ
კვერცხი – 6 ც
გაცრილი ფქვილი – 300 გრ +მწიკვი მარილი
შაქარი – 50 გრ
ან შაქრის ფხვნილი – 75 გრ
შავი რომი – 50 გრ
ვანილის ჩხირი – 1 ც (სურვილისამებრ)
კარაქი გამდნარი -50 გრ
ამ შემთხვევაში მე გამოვაცხე კაკაოს კრეპები. ფქვილის მასას გამოვაკელი 40 გრ და ჩავანაცვლე კაკაოთი!
მომზადების ტექნოლოგია:
მოცემული თხევადი დამშრალი ინგრედიენტები ერთმანეთს გადავურიოთ ყოველგვარი ზედმეტი თქვეფის გარეშე და საცერის მეშვეობით გადავწუროთ (რომ მოშორდეს ფქვილის ნაწილაკები)
მიღებული ცომი დავასვენოთ მინიმუმ 30-40- წთ, ოთახის ტემპერატურაზე, (კრეპი გამოდის ბევრად ჰაეროვანი) ან საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია შევინახოთ მაცივარში 1 დღით.
მსუბუქად დავცხიმოთ თხელ ძირიანი, კრეპის ტაფა და გამოვაცხოთ თხელი კრეპები.
ნაღების კრემი
ინგრედიენტები:
ნაღები 33-35% – 500 გრ
შაქრის ფხვნილი – 50 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
მოათავსეთ ნაღები და შაქარი საკონდიტრო თასში და ამოიყვანეთ მიქსერის საშუალებით, სანამ არ გასქელდება და ზომაში მოიმატებს.
შიგთავსი:
ბანანი – 3 ც
მარწყვი – 200 გრ
(ასევე უხდება, მოცვი, ჟოლო, კარამელიზირებული მსხლის, ვაშლის კუბები, ატამი, ვაშლატამა და სხვა )
მოახინეთ ბანანის ფლამბირება, იმისათვის რომ მიიღოთ უფრო მდიდარი გემო და ნაზი სტრუქტურა.
ცოტაოდენ კარაქში შეწვით დაჭრილი ბანანი (2-3 წთ), შემდეგ ტაფაზე დაასხით რომი მცირე რაოდენობით (15გრ) და სწრაფად მოუკიდეთ ცეცხლი. ბანანი აალდება და მოიბრაწება.
აწყობა:
მაგიდაზე მოათავსეთ, ხილი (შიგთავსი), გამომცხვარი და გაგრილებული კრეფის ფენები და ნაღების კრემი. მონაცვლეობით წაუსვით თხელი ფენა კრემის, დაალაგეთ ხილი და დაადეთ შემდეგი ფენა.
აწყობილ ტორტს, ზემოდან მოაყარეთ კაკაო ან პუდრი ან მოასხით შოკოლადის განაში.